"ლევანტე" 36 ტურის შემდეგ სეგუნდაში 52 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, თუმცა ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს და Eldesmarque წერს, რომ გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა დარჩენილი ექვსი მატჩი სატრანსფერო ფასის გასაზრდელად უნდა გამოიყენოს:
"ქოჩორაშვილი "რასინგთან" შეხვედრაში სასტარტოში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა. ანხელ ალგობიას ტრავმამ მას საშუალება მისცა, ისევ ეგრძნო მთავარი როლის შემსრულებლად და მნიშვნელოვნად თავი, რისი შანსიც სისტემატურად არ ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფებში ასპარეზობამდე მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა.
"ქოჩო" პირველ პლანზე ნაკრებში გამოვიდა, სადაც
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სეგუნდაში კიდევ ექვსი თამაში აქვს იმისათვის, რათა საკუთარი საბაზრო ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტით 2027 წლამდეა დაკავშირებული, იციან, რომ ქართველის სახით სერიოზული აქტივი გააჩნიათ და თუ ლა ლიგაში გადასვლა ვერ შეძლეს, ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაყიდვა მოუწევთ".