დავითაშვილის სუპერგოლი - ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უკვე ტრადიციულად, მათ რიგებში გამორჩეული ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც პარტნიორებს მახვილგონივრული პასებით ამარაგებდა და პირველი რეალური სახიფათი მომენტი შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე კონემ მოიგერია. ჟირონდული გუნდი 38-ე წუთზე ვიპოტნიკმა დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დავითაშვილი მცველს გასცდა, მეკარეს ბურთი თავზე კოხტად გადაუგდო, თქვენი მოწონებული გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზურიკომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6
გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი Sofascore-მ და Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასეს.

„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და 27 აპრილს გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - დიუნკერკი 2:0
გოლები: 1:0 ვიპოტნიკი (38), 2:0 დავითაშვილი (46)

altზურიკოს საგოლე გადაცემა - "ბორდო" კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ "სენტ-ეტიენთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძიუბას ხშირად სტუმრობ?
zura222-ს
24 აპრილი 2024 16:47
0
თითქოს მოუმატა ზურიკომ,მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს.მისგან გაცილებით მეტს ველი და ზუსტად ვიცი,გაცილებით უკეთესად ითამაშებს.ეს გოლიც როგორი ტექნიკური დარტყმით გაიტანა.იმედია,ევროპაზე უკვე გამოამჟღავნებს,რა შეუძლია.
სოსო
25 აპრილი 2024 08:27
0
ჭე ლიგაში გაიტანა ჭეში, დაოკდით
zura222
24 აპრილი 2024 12:15
33
წადი იმკურნალე, აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს.
გია პაპა
24 აპრილი 2024 14:11
0
არ არის ეს zura222-ის კომენტარი. მე თუ ვიცი ეგ, დროა თქვენც გესმოდეთ აქ რაც ხდება.
გიორგი
24 აპრილი 2024 17:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული