"კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელსაც "პარტენოპეის" ფორმა 62 შეხვედრაში მოურგია, განაცხადა, რომ კვარაცხელიას მარადონასთან, ხოლო ოსიმენის ვან ბასტენთან შედარება ნაჩქარევი იყო.

"სწორია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დადიან და თავიანთი საყვარელი "ნაპოლი" არ მიატოვეს. გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება ფანების მხარდაჭერა.

ვფიქრობ, მომავალში უნდა მოვერიდოთ ზოგიერთ მოთამაშეზე ძალიან მიჯაჭვულობას. სკუდეტოს მოგების შემდეგ ჩვენ ნაჩქარევად შევადარეთ კვარაცხელია მარადონას და ოსიმენი ვან ბასტენს... ბალანსი ყოველთვის საჭიროა", - თქვა ფლორო ფლორესმა OttoChannel-16-თან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 60 /
როგორ ყველა ექსპერტობს ამ იტალიაში???არც გამიგია ეს ვინაა,მაგრამ თუ გუნდმა მთლიანად არ ითამაშა კარგად,მარტო ერთი კვარაცხელია რას იზამს?მარადონაც ვერაფერს იზამდა ასეთ სიტუაციაში.ბევრი თამაში მინახია მარადონასი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ,როცა ვერაფერს ხდებოდა.უნგრეთს კი გაუტანდა,მაგრამ გერმანია ფეხს არ ანძრევინებდა,სიტყვაზე რომ ვთქვათ.ასე რომ ნაადრევია კვარას ჩამოწერა ფლორენს,თუ ვიცა ხარ...
მირო
15:12 25-04-2024
17
მარადონასნაირი საუკუნეში ერთი იბადება,მაგრამ ფლორო ფლორესი, ფეხბურთელი,საერთოდ არ გამიგია.
გურულო
14:43 25-04-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული