"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი", შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში გაემგზავრება და ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

"ჯუღელი იტალიაში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრებენ. ქართველის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. ჩავის "ბარსელონაში" დარჩენამ კვარაცხელიას "ბლაუგრანაში" გადასვლის შანსი გაზარდა, "კვარა" დიდი ხანია, რაც ესპანელი სპეციალისტის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით
ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"კვარაცხელია "ნაპოლიში" ბედნიერი არაა" - ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

alt"კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვისაც არ გიხარიათ და შეგშურთ, წადით ზახარიანის, მხიტარიანის და იშტოიანის სტატიები წაიკითხეთ.
რეალობა
12:40 26-04-2024
9
რეალის ფანი ვარ
მაგრამ
გადავიდეს ბარსაში. გამეხარდება :)
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული