მეკარეების შეცდომები - მამარდაშვილმა ტერ შტეგენზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი 45+4-ე წუთზე გააძევეს.

ანალიტიკურმა საიტებმა, ტრადიციულად, ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილზე დაბალი ქულები მიიღო, ისევე, როგორც "ღამურების" ნახევარმცველმა უგო გილიამონმა.

Whoscored: მამარდაშვილი 5.7, ტერ შტეგენი 5.1, გილიამონი 5.5, ლევანდოვსკი 9.9, დომენეკი 7.6.

Sofascore: მამარდაშვილი 6.3, ტერ შტეგენი 6.2, გილიამონი 5.9, ლევანდოვსკი 9.3, დომენეკი 7.6.

Flashscore: მამარდაშვილი 6.5, ტერ შტეგენი 5.8, გილიამონი 5.3, ლევანდოვსკი 8.8, დომენეკი 5.5.

გაძევებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაუშავს ხდება ხოლმე :) უშეცდომო მეკარე არ არსებობს ! წარმატებები ჩვენს გიგანტ მეკარეს,ნახეთ ხალხო როგორი გამამწვაებელი პასების გაკეთება უსწავლია ? რამოდენიმეჯერ გაიყვანა თავისი გრძელი პასით თანაგუნდელი მეკარესთან ერთი ერტზე
რობი
10:03 30-04-2024
4
უფრო ძლიერი დაბრუნდება❤️
Tete1234
07:53 30-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული