ჯუღელი ნეაპოლშია - იტალიური მედია კვარაცხელიას თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
უკლებლივ ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავიდა და "ნაპოლის" საჩემპიონო ფილმის პრეზენტაციას დაესწრება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი ეს არაა.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ჯუღელი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 5 მილიონ ევრომდე მომატებას მოსთხოვს. თავად დე ლაურენტისი მზადაა ხელფასი ბონუსებიანად 4.5 მილიონამდე გაუზარდოს და სურს, ხელშეკრულებაში გამოსასყიდ ფასად 120-130 მილიონი ჩაწერონ. ანუ დაახლოებით ისეთ ანაზღაურებას შესთავაზებს, როგორიც ვიქტორ ოსიმენს თანამშრომლობის გახანგრძლივებამდე ჰქონდა.

აღნიშნულია,
რომ ხვიჩა "ნაპოლიში" თავს კარგად გრძნობს და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი გახდება. ვრცელდება ინფორმაციები ქართველით "ბარსელონას", "ასტონ ვილას" და "ნიუკასლის" დაინტერესების შესახებ, მაგრამ ცხადია, მათი უმრავლესობა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დასტურად French Football Weekly წერს, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბარსელონას" ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლია და აგენტი ამ ინფორმაციებს "კვარასთვის" უკეთესი კონტრაქტის გასაჩარხად იყენებს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ნაკრების ფეხბურთელებო! გამოდით და გააკეთეთ განცხადება, რო შეაჩერონ ამ ნაცების მიერ აჟიტირებულმა ახალგაზრდობამ უაზრო აქციები, რადგანაც ეგ ყველაფერი ემსახურება გადატრიალებას! როგორც წაახალისეთ, ისევე დააშოშმინეთ, თორე ოხრად დაგვრჩება ფეხბურთიც და ყველაფერი.
გელოდებით!
22:00 30-04-2024
43
წადი შენი და ისინიც.... თქვენმა განცხადებებმა მაგრად წააქეზა ნაცები და ის ჭკუიდან გადასული ლიბერასტა ვითომ სტუდენტები. ყოჩაღთ თქვენ! მთავრობისგან კი გნებავთ დახმარება არა? წადით და კეზერაშვილმა დაგაფინანსოთ! შენგან გვეწყინა ხვიჩა, თორე ბუდუს და სხვებს რა უნდა მოვთხოვოთ, რადგანაც პირწავარდნილი ნაცები არიან.
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული