ცნობილია იმ 5 ქართველი ტალანტის ვინაობა, რომლებსაც "ნაპოლი" აკვირდება - ჯუღელისა და დე ლაურენტისის შეხვედრა ბევრს გაარკვევს

AutoSharing Option
იტალიური Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა იმ 5 ქართველი ტალანტის ვინაობას ამჟღავნებს, რომლების შეძენითაც "ნაპოლია" დაინტერესებული და ამ ფეხბურთელებს აკვირდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" სიაში გიორგი მიქაუტაძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოიწრაფიშვილი, საბა საზონოვი და გაბრიელ სიგუა არიან.

Il Mattino წერს იმასაც, რომ ჯუღელისა და დე ლაურენტისის შეხვედრამ, კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გარდა, სხვა საკითხებიც შეიძლება გაარკვიოს და კლუბის პრეზიდენტი ქართველ აგენტს ამ ფეხბურთელების შესახებაც დაეკითხოს. თანაც აზაროვის აგენტიც სწორედ ჯუღელი გახლავთ. 

ინფორმაციისთვის, კვარაცხელიას აგენტი უკვე იტალიაშია და აურელიო დე ლაურენტისს უახლოეს დღეებში
შეხვდება. 

altჯუღელი ნეაპოლშია - იტალიური მედია კვარაცხელიას თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
კვარაცხელიას შემდეგ შეძენილი თითოეული ფეხბურთელის (კაიუსტე, ნგონგი, ნათანი ...) ანაზღაურება გუნდში ყველაზე დაბალია, აქედან დასკვნა:"ნაპოლი" კარგი გუნდის ნაცვლად იაფ გუნდად ყალიბდება,ეს მისი პრეზიდენტის სურვილი და ხედვაა.
რიგითი გულშემატკივარი
11:03 04-05-2024
1
აქ ვიღაცა ჩემი სახელით სწერს სისულელეებს. მოისწრაფიშვილიო და მისთანები. აქ ბევრი მომხრე და მიმდევარი მყავ და მიხვდებით ალბად რაშია საქმე
zura222
09:45 02-05-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული