ჯუღელი ნეაპოლშია - იტალიური მედია კვარაცხელიას თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
უკლებლივ ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავიდა და "ნაპოლის" საჩემპიონო ფილმის პრეზენტაციას დაესწრება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი ეს არაა.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ჯუღელი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 5 მილიონ ევრომდე მომატებას მოსთხოვს. თავად დე ლაურენტისი მზადაა ხელფასი ბონუსებიანად 4.5 მილიონამდე გაუზარდოს და სურს, ხელშეკრულებაში გამოსასყიდ ფასად 120-130 მილიონი ჩაწერონ. ანუ დაახლოებით ისეთ ანაზღაურებას შესთავაზებს, როგორიც ვიქტორ ოსიმენს თანამშრომლობის გახანგრძლივებამდე ჰქონდა.

აღნიშნულია,
რომ ხვიჩა "ნაპოლიში" თავს კარგად გრძნობს და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი გახდება. ვრცელდება ინფორმაციები ქართველით "ბარსელონას", "ასტონ ვილას" და "ნიუკასლის" დაინტერესების შესახებ, მაგრამ ცხადია, მათი უმრავლესობა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დასტურად French Football Weekly წერს, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბარსელონას" ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლია და აგენტი ამ ინფორმაციებს "კვარასთვის" უკეთესი კონტრაქტის გასაჩარხად იყენებს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეს დავით67 რა აუტანელია ფეცბურთშიც და პოლიტიკაშიც, ან 67 წლის კაცი რას უდევხარ სულ საიტზე, ან თოხი აიღე ან დაბარე))
მილანისტა
14:47 01-05-2024
3
თუ დაუფიქრდებით როგგორრი მზაკვრრული აზრია ჩაადებული : „ჩემი ხატია სსამშობლლო“-ში. როგორ,ხატი როგგორც ხაატტიი აღარ???? ეს ფფარულიი ბრძოლაა ეკლესიიისს [სარწმუუნოების წინააღღმდდეგ].

უნდა იყყოს „ჩემმი ხხაატტიი და სსამმშშობლლოო“.

მეეორე მზაკვრრობა: ააბბა ბბიიჭი ხარ და სცადდე ყვავილებიიის მიტანა დავით აღმაშშეენნებბლის და გიორგგიი სააკაძის ძეგლლებთან. ბავშვები ხომ უუნდა მივიიყვანოთ მათ ძეეგლლებბთაან დაა ავუხსნათ ვიინნ იიყვნენ იისიინი ისეა ჩჩადგმული მანქანების ნაკადდში, როომ ახლოსაც ვერ მიხვალ.პეტრეე ბაგრრატიონის ძეგლთთან დიდი ხანია არ გამიივლლია, ვეერ გგეტყყვით იქ რა ხდება.
მესამე მზაკვრობაა რა უნდა პეტრე ბაგრატიონის ძეგლს ორთაჭალაში??????????

დავაბრუნოთ დავიით ააღმაშენებლის ძეგგლი თავიის ადგიილას ხოლო პეტრე ბაგგრატტიიოონის ძეგლიი დავდგათ ქალაქის დასავლეთიდან შემოოსასვლელშში.

მე ეს სააკითხეები მიიმაჩნიიაა ძალიაან მმნნიშვნელოვნად დდა გთხოვთ გგამოოხატტოთ თქვენი აზრიი.

აღდგეს სტალიინის ძეგლი გორში , დიიდების მემორიიალიი ქუთაისში და ეს ყვეელაფერი ზემოოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები გგანხოორრციიელდეს სააკაშვიილლის მიიიერრ მმიიიტტაცეებბუილიი თანხეებიით.
ბაწარა
14:28 01-05-2024
5

სიახლეები პოპულარული