ბუდუს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - მან მეთერთმეტე გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ჰანზა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა. მან 52-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და 86-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ზივზივაძის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლია. ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.9, Sofascore 7.7, Whoscored 7.6.

„კარლსრუე“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა, ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი არ აქვს და 12 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ჰანოვერს“ უმასპინძლებს.

როსტოკი. „ოსტზეშტადიონი“. 26 500 მაყურებელი
ჰანზა -
კარლსრუე 2:1

გოლები: 1:0 ნეიდხარტი (33), 1:1 ზივზივაძე (52), 1:2 ვანიტცეკი (56, პენ)

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხაბარელის გასაგონად ვამბობ: ოსები ჩვენი ძმები არიან და არავის ეგონოს, რომ იმერლებზე ან კახელებზე ნაკლები დამსახურება აქვთ ქართული ერის მშენებლობაში, მაგრამ რაღაც ისე არ აეწყო, თითქოს ვიღაცეებმა ხელოვნურად ცადეს ოსები გამოეთიშათ ქართული ეთნოგენეზის ფორმირებიდან და დღეს ოსი ქართულ ერის ნაწილად არ ითვლება, რაც შეცდომაა რათქმაუნდა, ოსები გენეტიკური დვალები და ას პროცენტიანი ქართველები არიან (რაც ბევრმა აღარ იცის), მაგრამ ამ ვითარებაში ოსის მიერ გაკეთებული რუსების მხარდამჭერი განცხადება ყურს ჭრის, შეიძლება ზოგადად ოსებზე ცუდი წარმოდგენა შეექმნას ვინმეს, ხაბარელს ვთხოვ დაოკდეს. ოსებს ვენაცვალე, იმიტომ ვიმეორებ რომ ვინმეს არ ეგონოს ოსობის გამო ვკიცხავ ხაბარელს. ოსი ვინც ქართველისგან გაყო იმათ ოჯახში გავიარე.
მიხა პაპა
00:31 06-05-2024
0
აბსურდი სრული, რატომ არ ჩაითვალა 1 გოლი?
სიმენონი
00:24 06-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული