კვარაცხელია და ოსიმენი ერთად ამჯერად პარიზში შეუტევენ? - პსჟ მორიგი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნიდან და მორიგი იმედგაცრუების შემდეგ ფრანგული გუნდის მორიგ დიდ ცვლილებებზე წერს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე "რეალში" მიდის, კლუბი კი მის შემცვლელზე ფულს არ დაიშურებს.

პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ პარიზელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვიქტორ ოსიმენია, ახლა კი გავრცელდა ცნობა, რომ მასთან ერთად ფრანგულ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც უნდა.

Corriere dello Sport-ი გვარწმუნებს, რომ დე ლაურენტისი ქართველს 120 ან 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის და ახლა პრეზიდენტი მამუკა
ჯუღელთან და ხვიჩას მამა ბადრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

"პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, ლუის ენრიკე განადგურებულია და გუნდმა მიზნად კვარაცხელიას დამატება განიზრახა. ახლა შეიხი ეძებს მბაპეს მემკვიდრეს, რომელმაც მოედანზე შოუ უნდა დადგას, მაგრამ "ნაპოლი" დათმობას არ აპირებს", - წერს Corriere dello Sport-ი.

ვნახოთ, გაუკეთებს თუ არა პსჟ "პარტენოპეის" ოფიციალურ შეთავაზებას, იქამდე კი ხვიჩას მხარესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ფინანსურად რა თქმა უნდა მომგებიანი იქნება,კვარასთვის,მაგრამ პსჟ,არ არის იმ დონის ორგანიზაცია,რომელიც დიდ მიზნებს შესწვდება,მათი გულშემატკივრებიც არ გამოირჩევიან ჯანსაღი დამოკიდებულებებით.მათ,ფეხბურთელების დაფასება არ იციან.საფრანგეთში პირველობა,პრობლემა არ იქნება,მაგრამ ევროპაში ვერ ქაჩავენ და ამას,ვერც კვარაოსის საშუალებით შესძლებენ.დორტმუნდელების და პარიზელების გულშემატკივრობა შეადარეთ,ერთმანეთს,რამხელა სხვაობაა მათ შორის.სწორედ ამიტომაც გააღწია ფინალში დორტმუნდმა და წააგო პსჟმ.არა მგონია კვარამ განსაკუთრებით გაიწიოს,მანდ წასასვლელად.მესი-ნეიმარი ვერ შეიფერეს და ამით ყველაფერია ნათქვამი.
სოსო
11:40 08-05-2024
10
რაც არაა თქვენი საქმე, თავი დაანებეთ.კვარაცხელია ქართველი გულშემატკივრების სიხარულია და არა პოლიტიკური ფიგურა.ის უფრო დაღვინებულია და კიდევ უფრო მაგარი გახდა
როლი
02:49 09-05-2024
1

სიახლეები პოპულარული