"ნაპოლი" "ბოლონიასთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია, რომელმაც "უდინეზესთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული
ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 34 /
დამპალი ნაცები ვისაც შეუჩნდებიან გაახარებენ? უბრალოდ დათარსეს ბიჭი.
ასეა!
11 მაისი 2024 22:13
20
ეს "დათარსვა" მარტო კვარაცხელიაზე მოქმედებს ? :)
--------------------
ამ ბოლო დროს, ზოგიერთი ე.წ.მაღალჩინოსნებმა და "პოლიტელიტამ" დაიწყო "ხვიჩას ფაქტორის" გათამაშებით ქულების ჩაწერა ...
---------------------
ჰოდა, მოკლედ , როგორც იტყვიან: "რა ვიცი, რა ვიცი" ...
რა ვიცი, რა ვიცი ...
11 მაისი 2024 23:05
12
შიძლება რომელიმე პარტია არ მოგწონდეს და უფრო მეტიც, მაგრამ
ამ დონემდე დასვლა ...
ამ ე.წ. კომენტარის ავტორისა და დამლაიქებელთა გონებას,
აშკარად ზიზღი, სიძულვილი და ზოგადად, ძაან არაჯანსაღი ძალა მართავს ...
საზიანოა თქვენთვისვე !
არ ვარგა ასე !
უფალს ებარებოდეთ !
ქრისტე აღდგა !
ჭეშმარიტად აღდგა!
კვირაცხოვლობას გილოცავთ !,
გაუშინაურდით კლავიატურას ?
12 მაისი 2024 00:14
2
ყველა გამოხმაურება
ტიპი ორთაბრძოლებში საერთოდ/დემონსტრაციულად არ შედის და მიუხედავად ამისა, კინარამ გააგდეს ))
Miqautadze
11 მაისი 2024 23:35
7
ხელების ქნევას თუ არ მოეშვება შორს ვერ წავა
Www
11 მაისი 2024 22:20
11
უდროვო დროს ტირილი,მკვდარს ფეხს გააქნევინებსო!მცველმა მოხვია უკანიდან ხელები და არ გაუშვა,რამდენიმე წამი,მსაჯმა კი ვითომც არაფერიო,ისე გაატარა,მანამდეც,100%-ანი ჯარიმა გაატარა და ხმას როგორ იღებო,აქეთ გააფრთხილა.საერთოდაც,მაგ თამაშში,მსაჯი საკმაოდ ხშირად ცდებოდა,მაგრამ არც ერთხელ არ შემცდარა,ნაპოლის სასარგებლოდ.კი,ნაპოლიმ საზიზღრად ითამაშა,უფრო სწორად,არ ითამაშა,მაგრამ ცუდი მსაჯობის არდანახვაც არ შეიძლება.დე ლაურენტისმა,საკუთარი ხელით დაშალა გუნდი და თამაშის სურვილი წაართვა.სხვებთან ერთად,მეც ვწერდი,დე ლაურენტისს,საკუთარი სიხარბე,ორმაგ ზარალად დაუჯდება მეთქი და აგერ,დაენგრა გუნდი თავზე.მაგის ხელში,აღარ მჯერა,კვლავ ფეხზე დადგეს,რადგან წესიერი აღარავინ წავა,მაგასთან.ახალი კონტრაქტი კი არა,ძალით უნდა გაიწიოს მაქედან ხვიჩამ და არაფრის გულისათვის აღარ ინდომოს ნაპოლიში დარჩენა.ჯუღელი დე ვაურენტისის ინტერესებს იცავს და ხვიჩას შეხვევას ცდილობს.
სოსო
12 მაისი 2024 14:18
1
კვარაცხელია საქართველოს სიამაყიდან , სულ რაღაც ერთ წელიწადში სათამაშო დონის ასეთი დაცემის მერე, იქცა საქართველოს სირცხვილად. სუფთა "გრუზინია"
geo
11 მაისი 2024 22:17
41
კვარათი ყოველთვის იამაყებს ნამდვილი ქართველი გულშემატკივრები.
როგორც ჩანს თავისი პოზიციის დაფიქსირებისთვის შემოესია სექტა, იმდენი უარყოფითი კომენტარია.
კვარას და ყველა ქართველ სპორტსმენს წარმატებები
ბორჯომელი ემიგრანტი
12 მაისი 2024 01:22
3
ეს ხომ გუნდი არაა.ტიპებს თამაში არ უნდათ სახეზე ეტყობათ.
მომავალ წელსაც ზუსტად იგივე იქნება.
მემგონი ამ გუნდში დარჩენა აღარ არის სასურველი.
Lobotka
11 მაისი 2024 22:13
4
როგორც იმედის გადამღები ჟურნალისტები, იღებენ აქციებს ქალაქის ბოლოდან ვითომ 200 კაცი დადის აქციაზე, ისეა დე ლაურენტისის საქმე აღარ იცის რა წყალში გადავარდეს თან კვარას დატოვება უნდა თან ფულიც.
სამართლიანი
12 მაისი 2024 04:24
29
ასე რამ გაგაბოროტა ?
კახა
18 მაისი 2024 00:47
0
როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, ბევრს არ უნდა სიმართლის დანახვა, თორემ კვურა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა ნაპოლის ჩაგდებულ სეზონში... გარსიაც, მაგის გამაზვებმა შეიწირა ფაქტიურად
sus
12 მაისი 2024 00:12
26
აი როგორი არ უნდა იყოს ფეხბურთელი
!!
11 მაისი 2024 22:06
30
ფეხბურთელი კი, არა ფეხბურთის გუნდი
გიგო
11 მაისი 2024 22:29
3
ფეხბურთელი კი არა ფეხბურთის გუნდი
გიგო
11 მაისი 2024 22:19
3
ნაპოლის სირცხვილი
!!
11 მაისი 2024 23:18
10
ისეთი სეზონი ქვს, პოლიტანო და ეს ჭიდაობენ, არა მე ვარ უფრო სასარგებლო გუნდისთვის და არა მეო :D
vava
11 მაისი 2024 23:36
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული