"ნაპოლი" "ბოლონიასთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია, რომელმაც "უდინეზესთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული
ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 34 /
წადი ხვიჩა ნაპოლიდან, წადი, თორემ ნაპოლის კიდევ 33 წელიწადი დასჭირდება სკუდეტოს მოსაგებად თუ რათქმაუნდა მოიგო. გულწრფელად გეუბნები, მანდ მეტს ვერ განვითარდები!...
ლაშა
11 მაისი 2024 21:56
10
როგორ უნდა წავიდეს?2027 წლიმდე აქვს ნაპოლისთან ხელშეკრულება.130 მილიონის ამას არაფერი გაუკეთებია,ვინმემ რომ იყიდოს.
ვალერი
11 მაისი 2024 22:13
5
მივდივარ ლაშა მივდივარ,მაგრამ არ მიშვებენ, იქნებ დამეხმარო.გადაახიე კონტრაქტი აურელიოს
ხვიჩა
11 მაისი 2024 23:52
3
ყველა გამოხმაურება
საცოდავები ხართ! დაანებეთ ხვიჩას თავი!!! დედები, ბებიები გაგზავნილი რომ გყავთ სამუშაოდ მაგას მიხედეთ!ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენ ხალხს ეხმარება! ქართულ ფეხბურთს გზა გაუხსნა ევროპისკენ.
გიორგი
11 მაისი 2024 23:52
16
თმის გასწორებაში წარდგენილია ოქროს სავარცხელზე
!!
11 მაისი 2024 22:44
41
მართალი გითხრათ, ნაპოლის დიდი გულშემატკივარი შარშანდელ სეზონშიც არ ვყოფილვარ - ყოველთვის ჩვენს ბიჭს უფრო ვქომაგობდი, ვიდრე მთლიანობაში გუნდს, მაგრამ მეც კი ნერვები მეშლება ამათი წვალების შემყურე და წარმომიდგენია, რა ხასიათზე იქნებიან ფანატიკოსი ნეაპოლელები, რომლებისთვისაც ეს გუნდი ერთდროულად არის მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც და მგონი, კიდევ რაღაც ამაზე მეტიც...
დდდ
11 მაისი 2024 22:22
7
ნაპოლიმ დამსახურებულად წააგო. რაც შეეხება კვარაცხელიას წაქცევას, ამაზე თუ ჯარიმა არ ინიშნაბა აბა რაზე ინიშნება, მარტო დედის გინებაზე?
ჟორა გაბრიჭიძე
11 მაისი 2024 22:22
4
ხვიჩას ჭირდება ფსიქოლოგი!!! უკვე ყველაფერზე ეტყობა
გიო
11 მაისი 2024 22:36
11
ქართველ კაცს ხვიჩაზე როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა რომ ცუდათ მოიხსენიო, ყველაზე უვარგისი ერი გავხდით, სპორტსმენებს ვლანძღავთ, მომღერლებს ვლანძღავთ, მსახიობებს ვლანძღავთ. თქვენი მოსაწონი დარჩა ვინმე ქვეყანაში?
მამუკა
12 მაისი 2024 07:48
14
ჩვენ ყველას მოგვწონს ბატონი ბიძინა. ვდარდობთ რომ როგორმე
მოახერხოს ფულის გათეთრება და წყნარად შემოტანა საქართველოში.
სანდრო
12 მაისი 2024 09:24
7
თუ ხვდები მაინც რა დაწერე?!... ხვიჩას ცუდად ხსენება არ შეიძლება და ერის უვარგისად ხსენება მოსულა?!...
ვოოტ
12 მაისი 2024 13:32
1
დაანებეთ ხვიჩას თავი! რა გულით უნდა ითამაშო ამ ლუზერი გუნდისათვის, რომელიც გუნდის გარდა ყველაფერია! გინდა არ გინდა გული გიტყდება და შენს მაქსიმუმს ვერ აჩვენებ.ერთ ნაპოლის.... ! მე მაგალითად ორი რამ მადარდებს ამ წუთში. პირველი ის რომ ტრამვა არ მიიღოს ხვიჩამ ამ ევროპის წინ და მეორე, ამ ზაფხულს ნორმალურ გუნდში გადავიდეს.
არტ
11 მაისი 2024 23:49
7
ლავრენტი გაყიდე დროზე ეგ კვარა, დამიჯერე ბევრი არც არაფერი დააკლდება ნაპოლის. გინდ გყოლია და გინდ არა.
ლავრენტას
11 მაისი 2024 22:42
36
ეს ნაპოლი ტიტანიკივუთაა..და კიდევ ერთხელ დადასტურდა რა საფრთეშია კვარას კარიერაც..უმოტივაციო გუნდში როგორ უნდა მოსთხოვო თუნდაც გამორჩეულ ვარსკვლავს მარტომ მოიგოს თამაშები..საშუალო ამბიციური გუნდი სჯობს ამათ..ამიტომ უყოყმანოდ პსჟ თუ რეალური ვარიანტია..თორემ კიდევ ერთ დიდ ტალანტს დაკარგავს ქართული და მსოფლიო საფეხბურთო სამყარო..
კიეზა
11 მაისი 2024 22:27
9
Დღევანდელი ნაპოლი, საქართველოს ჩემპიონატზეც კი აუტსაიდერი იქნებოდა! Მეკარე და დაცვა უსუსტესი! Ნახევარდაცვას ბურთი შეტევაში ნელი სიარულით ამოაქვს! Კვარაცხელიას ერთი ახალი მოძრაობა და ფინტი არ აქვს დამუშავებული. Სულ ერთი და იგივე მოძრაობა და ამოკეტეს კიდეც. Ასე ევროპის ჩემპიონატზე სტატისტის როლში აღმოჩნდება და არა ლიდერის! Მარტო გაზრდილი ქოჩორის ხშირად გასწორებაში, ოქროს ბურთს ვერ მოიპოვებს.
Zaza
12 მაისი 2024 00:04
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული