"ნაპოლი" "ბოლონიასთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია, რომელმაც "უდინეზესთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული
ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ქართველ კაცს ხვიჩაზე როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა რომ ცუდათ მოიხსენიო, ყველაზე უვარგისი ერი გავხდით, სპორტსმენებს ვლანძღავთ, მომღერლებს ვლანძღავთ, მსახიობებს ვლანძღავთ. თქვენი მოსაწონი დარჩა ვინმე ქვეყანაში?
მამუკა
07:48 12-05-2024
14
როგორც იმედის გადამღები ჟურნალისტები, იღებენ აქციებს ქალაქის ბოლოდან ვითომ 200 კაცი დადის აქციაზე, ისეა დე ლაურენტისის საქმე აღარ იცის რა წყალში გადავარდეს თან კვარას დატოვება უნდა თან ფულიც.
სამართლიანი
04:24 12-05-2024
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული