"ნაპოლი" "ბოლონიასთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია, რომელმაც "უდინეზესთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული
ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 34 /
წადი ხვიჩა ნაპოლიდან, წადი, თორემ ნაპოლის კიდევ 33 წელიწადი დასჭირდება სკუდეტოს მოსაგებად თუ რათქმაუნდა მოიგო. გულწრფელად გეუბნები, მანდ მეტს ვერ განვითარდები!...
ლაშა
21:56 11-05-2024
10
საცოდავები ხართ! დაანებეთ ხვიჩას თავი!!! დედები, ბებიები გაგზავნილი რომ გყავთ სამუშაოდ მაგას მიხედეთ!ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენ ხალხს ეხმარება! ქართულ ფეხბურთს გზა გაუხსნა ევროპისკენ.
გიორგი
23:52 11-05-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული