ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე ლასკ-თან ფრეს დასჯერდა - 2:2.
გრაცულ გუნდს ვადამდე შეეძლო ოქროს მედლების მოპოვება და ლინცში მხარდასაჭერად 5 ათასი გულშემატკივარი გაჰყვა. მასპინძლები მე-20 წუთზე ფლორიან ფლეკერმა დააწინაურა, შემდეგ კი ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და სტუმრები წინ გაიყვანა. თუმცა, მარინ ლიუბიჩიჩმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. ქართველმა ლასკ-თან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - Sofascore 8.8, flashscore 8.7.
პარალელურ მატჩში „ზალცბურგმა“ „ჰარტბერგი“ 5:1 დაამარცხა და „შტურმს“ 2 ქულით ჩამორჩება. 19 მაისს, ბოლო ტურში კიტეიშვილის გუნდი კლაგენფურტის „აუსტრიას“ უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება და ოქროს დუბლს გაიფორმებს.
ლინცი. „რაიფაიზენ არენა“. 18 500 მაყურებელი
ლასკ - შტურმი 2:2
გოლები: 1:0 ფლეკერი (20), 1:1 კიტეიშვილი (30), 1:2 კიტეიშვილი (48), 2:2 ლიუბიჩიჩი (77, პენ)
თანაბარი ქულების შემთხვევის ვარიანტის შესახებ აქ წერია
https://en.wikipedia.org/wiki/Austrian_Football_Bundesliga#Tiebreakers