მიქაუტაძის შეძენას სამი ფრანგული კლუბი ცდილობს

AutoSharing Option
ფრანგული მედიის ცნობით, "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის, შეძენას რამდენიმე ფრანგული კლუბი ცდილობს, რომელთა შორის ყველაზე მეტად "რენი" აქტიურობს, რომელმაც ევროტურნირებზე გასვლა ვერ შეძლო და შემადგენლობას გადაახალისებს.

"რენმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები. მიქაუტაძით აგრეთვე "მარსელი" და "მონაკო" არიან დაინტერესებული.

მიქაუტაძეს "აიაქსთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. "მეცში" იჯარის წესით დაბრუნდა, ამ კლუბს მისი 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს, მაგრამ ფინანსურ კრიზისშია და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი ამას ვერ მოახერხებს.

ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ის კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატის 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 სგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მემგონი მონაკო არ გვინდა. იქ არის გოლეადორი და ზამენაში ყოფნას ჯობია ითამაშოს სხვა გუნდში. მარსელი კაი ვარიანტია, მაგრამ ჩემი აზრით რენი ყველას ჯობია. ახალ გუნდს აშენებენ და სასტავს კრებენ. გიორგი უნივერსალია წინ და ნებისმიერ პოზიციაზე იქნება კაი. მაინც რენი ჯობს ამ სამში. ნუ ასე დავალაგებდი:1რენი, 2-მარსელი, 3-მონაკო
zura
13:20 15-05-2024
1
Monaco kargi vatiantia tan chempionta ligaze iknebian momaval cels
Kutaisi
09:14 15-05-2024
0

სიახლეები პოპულარული