ეს გუნდები ერთმანეთს მერვე ადგილისთვის ეცილებიან. ნეაპოლელები მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებიან. "ფიორეს" "ოლიმპიაკოსთან" კონფერენს ლიგის ფინალი ელის და სრული კონცენტრაცია მასზე აქვს გადატანილი. ვინჩენცო იტალიანო გუნდიდან მიდის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მერვე ადგილი კონფერენს ლიგისთვის შეიძლება საკმარისი იყოს. "ფიორენტინასთვის" უფრო მეტად რთული იქნება, "ლაციოსთან" ჩამორჩენა ექვსი ქულაა.
ტრიუმფის შემდეგ "ნაპოლი" 2023-24 წლების სეზონს "უხერხულად" ასრულებს, ფაქტობრივად, ევროპული პერსპექტივის გარეშე. ხვიჩა კვარაცხელიას (წელს 10 გოლი,
ხვიჩა ემზადება...
ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ვიქტორ ოსიმენს საკმაოდ დიდი ხანია, მუხლი აწუხებს და "ბოლონიასთან" ეს საგრძნობი იყო. ნიგერიელის ჩანაცვლების შანსი მათი მოწინააღმდეგის ყოფილ ფორვარდ სიმეონეს აქვს, მაგრამ სასტარტოში რასპადორის უფრო მოიაზრებენ. ზელინსკი, რომელიც მალე "ინტერს" შეუერთდება, კვლავ უქმობს.
კვარაცხელია "იებს" აქამდე ოთხჯერ (ერთხელ სუპერთასზე) შეხვდა და შედეგიანი მოქმედება არ აქვს. აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები ჩემპიონატს "ლეჩეს" მასპინძლობით დაასრულებენ.
ამ უქმეებზე ქართველების ორ შეხვედრას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" უკანასკნელ ტურში უკვე გაჩემპიონებულ პსჟ-ს უმასპინძლებს - კვირას, 19 მაისს, 23:00 საათზე. ჩვენებურის გუნდი გავარდნასთანაც სამ ქულაშია და დარჩენასთანაც, მაგრამ დიდი შანსია, პლეი-აუტი ითამაშოს ("სტ. ეტიენი" ან "ანჟე"). გიორგის აუტსაიდერ გუნდში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა - 12 გოლი, 3 საგოლე პასი და მისთვის მეტი "გვემეტება"; რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებას, ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" თასის მოპოვების შემდეგ გადადებულ ჩემპიონობასთან ახლოსაა და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. კვირას, 19 საათზე (ჩვენი დროით), გრაცელები "კლაგენფურტს" უმასპინძლებენ. სამწუხაროდ, ოთო დისკვალიფიცირებულია. მან გასულ ტურში დუბლი შეასრულა, ბოლოს ბევრი გააქვს, 9 გოლითა და 5 "ასისტით" კი, გუნდის შედეგებთან ერთად, დიდებული სეზონი აქვს!..
შეუჩერებელმა მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - "მეცმა" წაგება მაინც მოახერხა [VIDEO]
კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა - "შტურმი" ჩემპიონობას უახლოვდება [VIDEO]
მოდი რა წყნარად ეგდეთ....ნაკრების ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და ჩემი ქვეყნის შვილები არიან,ვინც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს ქოჩორა იქნება თავის პოლიტიკური აზრებით,გურამ კაშია თავის ფერადი სამკლავურით,ბუდუ,ხვიჩა,მამარდა თუ სხვა (ხოჭოლავას გარდა სუყველას ვენაცვალე)