დღეს "ნაპოლი" მერვეზე გადასვლას ეცდება - მოქმედი ჩემპიონი, ფაქტობრივად, ევროპერსპექტივის გარეშე...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" "ფიორენტინას" ესტუმრება - დღეს, 17 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ეს გუნდები ერთმანეთს მერვე ადგილისთვის ეცილებიან. ნეაპოლელები მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებიან. "ფიორეს" "ოლიმპიაკოსთან" კონფერენს ლიგის ფინალი ელის და სრული კონცენტრაცია მასზე აქვს გადატანილი. ვინჩენცო იტალიანო გუნდიდან მიდის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მერვე ადგილი კონფერენს ლიგისთვის შეიძლება საკმარისი იყოს. "ფიორენტინასთვის" უფრო მეტად რთული იქნება, "ლაციოსთან" ჩამორჩენა ექვსი ქულაა.

ტრიუმფის შემდეგ "ნაპოლი" 2023-24 წლების სეზონს "უხერხულად" ასრულებს, ფაქტობრივად, ევროპული პერსპექტივის გარეშე. ხვიჩა კვარაცხელიას (წელს 10 გოლი,
6 შედეგიანი პასი) ევროტურნირების მიღმა დარჩენა ისაა, რაც ნამდვილად არ გვსურს!..

ხვიჩა ემზადება...

Sportall.Ge

ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ვიქტორ ოსიმენს საკმაოდ დიდი ხანია, მუხლი აწუხებს და "ბოლონიასთან" ეს საგრძნობი იყო. ნიგერიელის ჩანაცვლების შანსი მათი მოწინააღმდეგის ყოფილ ფორვარდ სიმეონეს აქვს, მაგრამ სასტარტოში რასპადორის უფრო მოიაზრებენ. ზელინსკი, რომელიც მალე "ინტერს" შეუერთდება, კვლავ უქმობს.

კვარაცხელია "იებს" აქამდე ოთხჯერ (ერთხელ სუპერთასზე) შეხვდა და შედეგიანი მოქმედება არ აქვს. აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები ჩემპიონატს "ლეჩეს" მასპინძლობით დაასრულებენ.

ამ უქმეებზე ქართველების ორ შეხვედრას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" უკანასკნელ ტურში უკვე გაჩემპიონებულ პსჟ-ს უმასპინძლებს - კვირას, 19 მაისს, 23:00 საათზე. ჩვენებურის გუნდი გავარდნასთანაც სამ ქულაშია და დარჩენასთანაც, მაგრამ დიდი შანსია, პლეი-აუტი ითამაშოს ("სტ. ეტიენი" ან "ანჟე"). გიორგის აუტსაიდერ გუნდში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა - 12 გოლი, 3 საგოლე პასი და მისთვის მეტი "გვემეტება"; რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებას, ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" თასის მოპოვების შემდეგ გადადებულ ჩემპიონობასთან ახლოსაა და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. კვირას, 19 საათზე (ჩვენი დროით), გრაცელები "კლაგენფურტს" უმასპინძლებენ. სამწუხაროდ, ოთო დისკვალიფიცირებულია. მან გასულ ტურში დუბლი შეასრულა, ბოლოს ბევრი გააქვს, 9 გოლითა და 5 "ასისტით" კი, გუნდის შედეგებთან ერთად, დიდებული სეზონი აქვს!..

altშეუჩერებელმა მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - "მეცმა" წაგება მაინც მოახერხა [VIDEO]

altკიტეიშვილმა დუბლი შეასრულა - "შტურმი" ჩემპიონობას უახლოვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
მიქაუტას 13 გოი აქვს გატანილი და არა 12 ნუ აკლებთ კაცს:)
გიო9
17 მაისი 2024 19:41
0
როგორ არ ესმის ხალხს ღმერთის... კვარაცხელიას და ნაპოლის გაფარჩაკებაში ღმერთის ხელი ვერ დაინახო, მოხერხება უნდა ))
ამას ფსიქოლოგიაში ქვია წინასწარგანწყობის ეფექტი.
ჩემპიონობის შემდეგ, არც ამას და არც მთლიანად ნაპოლის, ფატალურად არ უმართლებთ მწვანე მინდორზე - ეს რასაც ვხედავთ და სხვა სხვაა კიდევ ))
ტიპები 4 ტურნირზე გამოდიოდნენ და რომელიმეში რომ ცოტა მაინც გაეფართხალათ, არავინ დაძრახავდათ იმხელა სახელი მოიხვეჭეს და უცებ რა ხდება, მათივე გულშემატკივრიც კი ყველაფერს უტრიალებენ :D
ეს ისეთია ახლა, მარადონასთვის რომ ეგინებინათ, ჩემპიონობის შემდეგ წელს - რაღაც ნონსენსი :D მარა ვისაც არ უნდა დანახვა, ის მოიკატუნებს თავს და ათასი სისულელით გადაფარავს თვალსაჩინო დეგრადირებას ))
არადა ტიპი ისეთ ასაკშია, რაც დრო გადის უნდა უმატებდეს და მომატებას ვინ ჩივის, რაც იყო, იმის ნახევარი იქნებოდესო ოცნებობს გულში ხალხი დდ
vava
17 მაისი 2024 16:31
7
აუ სასტავი რა დაბოღმილია,რაო სექტა არ მოგეწონათ ალა რუსეთს რო არ ყვირის?!
მოდი რა წყნარად ეგდეთ....ნაკრების ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და ჩემი ქვეყნის შვილები არიან,ვინც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს ქოჩორა იქნება თავის პოლიტიკური აზრებით,გურამ კაშია თავის ფერადი სამკლავურით,ბუდუ,ხვიჩა,მამარდა თუ სხვა (ხოჭოლავას გარდა სუყველას ვენაცვალე)
ავლიპ ზურაბიშვილი
17 მაისი 2024 11:39
6
ფაფხურით შექმნილი ვინ არის ეტყობა.
Rembo
17 მაისი 2024 10:14
2
სექტა
გათხოვილი ხომ არ ხარ?
თენგო
16 მაისი 2024 22:22
3
გათხოვილის რა გითხრა და შინაბერას ბაზარი კი აქვს
q
17 მაისი 2024 12:07
1
Დაწყნარდით ყველა-ნაპოლეონიც,მაკედონელიც და გიორგი სააკაძეც-ევროპის ჩემპიონატის მერე ვილაპარაკოთ ფაფხურაზე.ხო კვარადონაა?მრავალჯერ დავწერე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა-პირველ თამაშში იფაფხურებს.ხელების შლას,მსაჯებთან დავას,ფაფხურს,სიმულაციას ველოდოთ მეორე თამაშში და რო შეატყობს ჩაისვარა ვითომ ტრამვას მიიღებს.
Აგერა ვარ მე და აგერაა გერმანია
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
16 მაისი 2024 19:45
36
ნაპოლეონ
დავაპირე მეპასუხა,მაგრამ მერე ვირის და ვეფხვის იგავარაკი მომაგონდა.
მართალი ხარ ნაპოლის მაისური მწვანეა და ბალახი ლურჯია
Levani
16 მაისი 2024 15:44
9
ზუსტად!თუმცა მეორე იგავ არაკიც არსებობს,ვირი ტყეში რომ შევიდა და ყროყინის ხმამაღლობით,ტყის მკვიდრებს,გულები დაუხეთქა.ტყის მბრძანებლადაც აღიარებდნენ,მგელი რომ არ დაბრუნებულიყო ტყეში და ვირისთვის ყელი გამოეღადრა.ყოველთვის დათმობაც არ შეიძლება.ზოგჯერ,ზოგიერთს,ვიღაცამ ადგილი უნდა მიუჩინოს და ნამეტანი თავს გასვლის უფლება არ მისცეს.მხოლოდ ნაპოლეონს არ ვგულისხმობ.ზოგადად არის,ასე.
სოსო
16 მაისი 2024 16:46
2
Აბსოლიტურად მართალი ხარ!!! Ტიპს არა არქვს ინტელექტის მინიმალური დონეც კი.დააკვირდით გოლის აღნიშვნაც კი არ შეუძლია მხატვრულად.ვიღაცისგან რაღაც გაიმეორებს და ისე უნიჭოდ რო სიცილი აგიტყდება.რა ვარსკვლავი,რის ვარსკვლავი.ვარსკვლავი კი არა იხვის ტოლმა.ან რა ლიდერი ეგ არი.ვითომ აქ ცდილობს ლიდერობას,გამარჯვებულზე ახტა მაგიდასთან.პენალტის დარტყმის შეეშინდა და ტრამვა მოიმიზეზა-ლიდერია რა ,,მზე". Ლიდერია ქოჩორა და მომავალი კაპიტანიც ეგ იქნება.ტიპს უდარი არა აქ და ბამპეს შემცვლელად წარმოუდგენია სექტას.
Სიმართლეა ეს და თუ სექტას გინდა გესიამოვნოთ გეტყვით რო მარადონას,ზიდანს,მესის,რონალდუ რონალდოებს ერთად სჯობია.გაგიხარდათ?
ნაპოლეონს
16 მაისი 2024 14:44
56
შე ფანტაზიორო, კიდე რა ბოღმა გახრჩობს?
ქართველი
16 მაისი 2024 20:34
2
საკუთარ თავს წერ, "ნაპო" ?! :))
ვააჰ, აი კაცი ! :((
და მოწონებაც რომ აქვს ხვიჩას ლანძღვას ?!
ვაი, უბედურო ერო!
სად ეტევა ამ პატარა ტერიტორიაზე ამდენი ზიზღითა და სიძულვილით სავსე ?!
:)))))))...
16 მაისი 2024 16:05
5
ყველა გამოხმაურება
რა ბულინგსაც ვაიქართველები უწყობთ ხვიჩას, კიდევ კარგადაა...
გიორგი 11
16 მაისი 2024 13:24
10
ამ ბიჭმა საბერძნეთს რომ გაუთანაბრა და ეგრევე ბურთს ეცა და ცენტრში დადო ,ვიფიქრე ეს რა ხდება.ნებისმიერი სხვა მაისურს გაიძრო და და რამე.
მარა ხვიჩამ იგრძნო რომ შემთხვევითი გოლი გაგვიტანეს ,თამაში ჩვენი იყო და მისი საქციელით ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსგავს სიტუაციაში მოსაგებად გაიწია და კინაღამ მოვიგეთ კიდეც. . მეთქი აუ ნამდვილი ლიდერი. ..არ ვიცი რა მოხდა მას მერე მარა ამ ბიჭს არანაირი სურვილი არ აქვს ლიდერობის. . .არც ნაკრებში და არც კლუბში მითუმეტეს. . .ამიტომ ხვიჩას ტრანსფერზე საუბარი სისულელეა. . მბამპეს არ პეტრეს შემცვლელი. . მაგ ხელფასითვე დარჩება ნაპოლიში და ბოლო გაჩერება წალენჯიხის სქური იქნება საბოლოო ჯამში. . . არანაირი მსოფლიო ვარსკვლავი ამისგან არ დადგება. . ამას დიდი გული მიტინგზე ჰქონია.მოედანზე ეს ბიჭი არაა ლიდერი და სამწუხაროდ არც არანაირი ნიშანწყალი იმისა რომ გახდება არ ჩანს. . . ესაა სიმართლე. . . ნაპოლიში თანაგუნდელები საერთოდ არ სცემენ პატივს და არც ლიდერად მიიჩნევენ. . კრიშტიანო მსოფლიო რეკორდსმენია გამაზული პენალტებით,ხოლო მესი მეორესა მაგ მხრივ. . . მაგრამ აბა გაბედოს ვინმემ როცა ეგენი მოედანზე არიან და პენალტის დასარტყმელად მივიდნენ. . . აი ამაშია საქმე. . . თორემ გაიშიფრა და რამე ამ უზარმაზარი ტალანტის პატრონზე თქმა დილეტანტიზმია. . . ხვიჩასნაირების დიაპაზონი უსაზღვროა, მხოლოდ კეისრისა და მაკედონელის მენტალობა ჭირდება საიმისოდ რომ გრანიკოსი გადალახო და გორდიას კვანძიც გადაჭრა.ეს ბიჭი კი ჰანიბალის დონეა ,მას შეუძლია გამარჯვება მარგამ არ შეუძლია ამ გამარჯვების გამოყენება. . .აი ესაა ამ ბიჭის პრობლემა. . .თავის დროზე აცარქექია მაინც რომ წაეკითხა ეგებ ამ მხრივ უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო,მაგრამ დღეს ეს მოცემულობა და ჯერჯერობით უკეთესობისკენ ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს. . .
ნაპოლეონი
16 მაისი 2024 11:47
50
რეები იბოდიალე შენ თვითონ თუ გესმის ? ეს "სიბრძნეები" შენი ერთუჯრედიანი ტვინის ნჯაყოფია თუ დაგიწერეს ? შედი ისევ იმ შენს მე-2-ე პალატაში იქ გიტლერი და გაგარინი "ავჭალურს" უბერავენ და მესამე კაცი ჭირდებათ DD
zura222
17 მაისი 2024 00:59
3
"ნაპოლეონი" რატომაა სწორად შერჩეული,
"ნაპოლ"- ი რომ ურევია ? :)
თუ იმის გამო, რომ აბდაუბდა და სიტყვების რახარუხი დაახვავა იმაზე,
თუ "რატომ არ ვარგა ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი",
რომელსაც თურმე პატივს არ სცემენ "ნაპოლიში" მისი თავმდაბლობის გამო და ა.შ.
"ნაპოლეონი" არა, "იხვის ტოლმა" , ან "ამჟავებული აჯაფსანდალი" უფრო შესაფერისია ...
გიორგი, გადაგებია რას გულისხმობთ, მაგრამ
16 მაისი 2024 14:13
7
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული