ბრდღვნიან ბიჭები ყველაფერს - დავითაშვილის გოლი და ორი საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის ბოლო, 38-ე ტურში „ბორდომ“ სახლში „პო“ 3:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ზურიკოს ანგარიშზე ჩემპიონატზე 37 მატჩში 8 გოლი და 8 საგოლე პასია. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 9.2, flashscore 8.6.

„ბორდომ“ ჩემპიონატი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - პო 3:2
გოლები: 1:0 ვაისბეკი (7), 2:0 ლივოლანი (17), 2:1 მოჰამედი (46), 3:1 დავითაშვილი (51), 3:2 სილა (90+3)

altზურიკოს "ბორდო"

"კონკარნოსთან" დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 6 /
მართლაც რომ ბრდღნიან ბიჭები მის შემდეგ რაც ევროპაზე გავედით. დავითაშვილიმ გოლების და საგოლე გადაცემებს საკმაოდ მოუმატა. იქ ლიგა 1 მიქაუტაძემ აიკლო და ვეღარ აჩერებენ. კიტემ დუბლი მოიგო (ჩემპ. და თასი) მამარდა გულებს თითქმის აღარ უშვებს და მშრალ თამაშებს უთვლიდით. ზივზივაძე რამდენიც შეიყვანეს გოლი გაიტანა და ნაკრებში ხომ დიდად მოტივირებული იყო ისეც ყოველთვის. კვარა კიდევ სულ კვარაა, მეტს არც დაუმატებ. ჩაკვემაც მოუმატა და მგონი უიმედოთ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ გერმანიაში. ბიჭებო აბა თქვენ იცით თავებს გაუფრთხილდით დიდი ომები გცელის და თქვენი იმედით ვერთ ჩვენ საქართველო.
G.LA
01:18 18-05-2024
2
ვუყურე თამაშს.საუკეთესო იყო.თანაც ულაპარაკოდ.
სოსო
01:14 18-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული