სტუმრები დებიუტში უკეთესად გამოიყურებოდნენ და რაჰმანიმ დააწინაურა, რომელმაც კუთხურიდან პოლიტანოს ჩაწოდებულ ბურთს თავით ტერაჩანოს კარში მიუჩინა ადგილი. კვარაცხელია აქტიური იყო, სამჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. აქედან მოყოლებული მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ბირაგიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ნზოლამ ფლორენციელები წინ გაიყვანა. ამ ორ გოლს შორის ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მეკარე მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა, „კვარამ“ ბურთი კარს ააცილა. ქართველს ყურადღებით მეურვეობდნენ, ერთი იერიშისას ორჯერ წააქციეს და საჯარიმოდან თქვენი მოწონებული გაუტანა ტერაჩანოს. მერე პოლიტანოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, რაჰმანის დუბლის შესრულებასთან ცოტა დააკლდა. 81-ე წუთზე ბელოტი საჯარიმოში ლობოტკასთან ბურთზე ბრძოლაში წაიქცა, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. სწრაფი კონტრიერიშისას მანდრაგორმა კვარაცხელია წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა 86-ე წუთზე ლინდსტრიომმა შეცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
„ნაპოლი“ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა და 26 მაისს, ბოლო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლებს.
ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 რაჰმანი (8), 1:1 ბირაგი (40), 2:1 ნზოლა (42), 2:2 კვარაცხელია (57)
დღეს "ნაპოლი" მერვეზე გადასვლას ეცდება - მოქმედი ჩემპიონი, ფაქტობრივად, ევროპერსპექტივის გარეშე...
პენალს არ ურტყამსო და არც/აღარც არტყმევინებენო ?
"რაის" ვარსკვლავი, ერთი არშემდგარი ფეხბურთელია და მარტო რაღაც, ვიღაც სექტანტებს მოსწონთო და ა.შ. ?!
სულ ფეხებზე მკიდია პოლიტიკაც და სექტანტებიც, მარა...
ნაპოლეონ, ისე ვატყობ ის სექტანტები, თუ მაფიოზები, ფეხბურთში შენზე კარგად და ადექვატურად ერკვევიან...
ჰოდა, თუ პოლიტიკაშიც ასევე არიან ...
მოკლედ, მეტი აღარ დაწერო ასეთი "ანალიტიკური" კომენტარი , სექტის რეკლამა გამოგივიდა ... :)))
დაისვენეთ "ნაპოლეონებო" !
და- ი- სვე- ნეთ !
--------------------
შენ გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია !
საქართველოს გაუმარჯოს !