"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 57-ე წუთზე ქართველმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და მეტოქესთან ანგარიში გაათანაბრა. "კვარამ" მოედანზე 86 წუთი გაატარა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.8 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.
"ნაპოლი" ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 მაისს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.
ბრწყინვალედ შეასრულა - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჯარიმა "ფიორენტინასთან" [VIDEO]