ბუდუმ მეთორმეტე გაიტანა - "კარლსრუემ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ელვერსბერგი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდი შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა. ცოტა ხანში მასპინძელთა გუნდის მცველმა მორის ნოიბაუერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა ლარს შტინდლმა დააფიქსირა.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებული შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.1, flashscore 7.2, sofascore 6.9.

ბუდუმ ტურნირზე 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

„კარლსრუემ“ ჩემპიონატი 55 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

შპიზენ - ელვერსბერგი. „URSAPHARM არენა“. 9 502 მაყურებელი
ელვერსბერგი - კარლსრუე 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52),
0:2 ნოიბაუერი (56, საკ. კარში), 0:3 შტინდლი (79)

მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ პასიც რა მაგარი გააკეთა გოლამდე, ბუდუ არის ჩვენი იმედი ევროპაზე!
მგელო
21 მაისი 2024 21:22
0
გილოცავ ბუდუ! ევროპის ჩემპიონატზეც შეგეყაროს გოლები და პირველ ბუნდესლიგაშიც გამოგეჩინოს თავი. წარმატებები ბუდუს და საქართველოს ნაკრებს!
თენგაბი
19 მაისი 2024 21:57
0
http://liveball.ru/
alex
19 მაისი 2024 21:52
3
ვალენსია-ჟირონას თამაშს სად ვუყურო ინტერნეტში?
გივი
19 მაისი 2024 20:47
3
ლაივბოლ-ში
rigiti
19 მაისი 2024 21:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული