ბუდუმ მეთორმეტე გაიტანა - "კარლსრუემ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ელვერსბერგი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდი შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა. ცოტა ხანში მასპინძელთა გუნდის მცველმა მორის ნოიბაუერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა ლარს შტინდლმა დააფიქსირა.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებული შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.1, flashscore 7.2, sofascore 6.9.

ბუდუმ ტურნირზე 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

„კარლსრუემ“ ჩემპიონატი 55 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

შპიზენ - ელვერსბერგი. „URSAPHARM არენა“. 9 502 მაყურებელი
ელვერსბერგი - კარლსრუე 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52),
0:2 ნოიბაუერი (56, საკ. კარში), 0:3 შტინდლი (79)

მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავ ბუდუ! ევროპის ჩემპიონატზეც შეგეყაროს გოლები და პირველ ბუნდესლიგაშიც გამოგეჩინოს თავი. წარმატებები ბუდუს და საქართველოს ნაკრებს!
თენგაბი
21:57 19-05-2024
0
http://liveball.ru/
alex
21:52 19-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული