კაკაბაძემ "კრაკოვიასთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველს, ოთარ კაკაბაძეს, "კრაკოვიასთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდებოდა და მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

კაკაბაძემ "კრაკოვიასთან" ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ოთარი კრაკოვულ გუნდში 2021 წელს "ტენერიფედან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ექსრტრაკლასას დასრულებამდე 1 ტურით ადრე "კრაკოვია" 39 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იცის რა თავისი მაქსიმუმი, მეტი რომ შეძლებოდა ესპანეთში დარჩებოდა და იქ მოიკიდებდა ფეხს.
ლაშას
00:07 22-05-2024
0
ბიჭო, დაეცადა, დასრულდებოდა ევროპის ჩემპიონატი და მერე შესაძლოა გაცილებით ძლიერი კლუბი გამოვენილიყო? თუ დააძალა კლუბმა? ვერ გავიგე რა ხდება! ნუთუ პოლონურ საშუალო კლუბზე ძლიერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო?!
ლაშა
23:26 21-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული