![](https://sportall.ge/pictures/image5/966fc919a199a7469ca32ae6bc4d2478.jpg)
le10sport-ი წერს, რომ "მეცში" ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევრის ჩატარების შემდეგ გიორგი მიქაუტაძით ფრანგული და საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ.
გამოცემის ცნობით, "მეცმა" შეიძლება "აიაქსისგან" მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და იხეიროს კიდეც - 20-25 მილიონად გაყიდოს. აღნიშნულია, რომ ლიგა 1-ის კლუბებიდან განსაკუთრებით გიორგის მშობლიური "ლიონი" და "ლილი" აქტიურობენ, ხოლო "მონაკო" ჩასაფრებულია და არაა გამორიცხული, ზაფხულში მის შეძენას შეეცადოს.
იქამდე კი ქართველი "მეცის" საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დატოვებას შეეცდება.