"შახტარმა" "სელტიკს" აზაროვის ტრანსფერზე თავის მოთხოვნა წაუყენა - ახლა გადაწყვეტილება გლაზგოელებმა უნდა მიიღონ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველის ირაკლი აზაროვის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენით შოტლანდიური გრანდი "სელტიკია" დაინტერესებული.

Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

alt"მისი ტრანსფერის საკითხზე

უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 26 /
ქეცბაიას კი ასწავლიდი ჭკუას,ამასთან რა უფლება გაქვს მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ჩაერიო,თან ხომ ვილიმ გაიყვანა ნაკრები ევროპაზე.
ლაშა
09:35 01-06-2024
0
დარწმუნებული ვარ რომ აქ პიროვნული ამბავია და მაგიტომ არ იძახებს აზაროვს და
არ აღიარებდა და ვითომ შენგელია,წიტაიშვილს აბრალებდა აზპროვის გამოუძახებლობას, ეხლა უბრალოდ გზა მოჭრილი აქვს, ან გამოიძახებს აზაროვს ან პირდაპირ უნდა თქვას რომ პირადი ურთიერთობის გამოო.
პ.ს. იმედია იმიათ არ გაიმართლებს თავს რომ კანკავა საყრდენია და აზაროვი ფლანგის მოთამაშე.
საქართველო
17:31 24-05-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული