წყაროს ცნობით, ქართველი ფრანგული კლუბისთვის კილიან მბაპეს შეცვლის პრიორიტეტილი ვარიანტია.
თავის მხრივ, "პარტენოპეის" მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ჩვენებურის გასხვისება არ სურს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა რას გადაწყვეტს საბოლოოდ პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.
კვარაცხელიას გარდა, პსჟ-ის ვიქტორ ოსიმენის გადაბირებაც სურს.
თუ წუწურაქი ლავრენტა ამ შემთავაზებას არ დათანხმდა და ხვიჩას ისევ ნაპოლიში მოუწია დარჩენა, არანაირი კოტრაქტის გადახედვა. ჩაამთავროს ეს კონტრაქტი და თავისუფალ აგენტად წავიდეს(ასე ქნა ზელინკიმ) ნებისმიერ გუნდში. ახალი გუნდიდან მინიმუმ 30-50 მლნ-ის აღება შეუძლია უფასოდ გადასვლის შემთხვევაში პრემიის სახით და ამ წლების მანძილზე მცირე ხელფასის კომპენსაციას მოახერხებს...რა მოგებას ნახავს ლავრენტა ვნახოთ! ხვიჩაში გადაიხადა 10 მლნ, 5 წლის ხელფასი და ბონუსები კიდევ 10 მლნ და 2027 წლის ზაფხულში 0 შემოსავალი გაყიდვიდან.