"სამყარო გადაირია - მიდი, ხვიჩა "ბიჩო", გაექეცი დე ლაურენტისს" - რუსები კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე

AutoSharing Option
დღეს "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროს შეიძინოს. ეს სიახლე sports.ru-მ გამოაქვეყნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია. აი, რას წერენ რუსი გულშემატკივრები კომენტარებში, რომელთა ნაწილი შესაძლო ტრანსფერს ობიექტურად აფასებს, ნაწილი კი - პირიქით, ზიზღით, შურითა და ირონიით.

- პსჟ-ში საფონოვსა და ხვიჩას ველით.
- შეიხების სურვილი მაკრონის ცხვირწინ რუსეთის პრემიერლიგის დესანტის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ირონიულია.
- ხვიჩას თამაშით მთელი აღფრთოვანების მიუხედავად, მას მბაპემდე ბევრი უკლია.
- მბაპეს შეცვლა ყველას გაუჭირდება.
- ქართველის ჰეიტერი არ ვარ, მაგრამ
ძალიან გაპიარებულია. ზედმეტად სწორხაზოვანია და ტექნიკურადაც არაა ტოპი.
- პასუხი: კიკნაძე (ლოკომოტივის ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელმაც კვარაცხელია გუნდში არ დიტოვა), ეს შენ ხარ?
- მადლობა "გენიალურ" ხელმძღვანელ კიკნაძეს, კიდევ ერთხელ.
- ბათუმიდან პსჟ-მდე ორ წელიწადში 100 მილიონი, სამყარო გადაირია.
- პსჟ-ს კარგად პროგრესირებადი ბარკოლა ჰყავს, რაში სჭირდება ხვიჩა?
- იმისათვის: 1. ბარკოლა პროგრესირებს, მაგრამ საჭიროა აქ და ახლავე მზა მოთამაშე. 2.არის ასეთი რამ, რასაც როტაცია ჰქვია.
- ბარკოლა "ნაპოლიში" რომაა ლინდსტრიომი, თამაშით იმის ტყუპისცალია.
- თუ მართლაც უნდათ პარიზში მისი ნახვა, თავისუფლად გადაუხდიან 15-16 მილიონს. მბაპეს წასვლის შემდეგ სახელფასო განაკვეთიდან 40 მილიონი გამოუნთავისუფლდათ.
- "ნაპოლისთვის" 120 მილიონად მისი გაყიდვა გრანდიოზული წარმატება იქნება.
- თუ არ ვცდები, რუსეთის პრემიერლიგის არცერთი ფეხბურთელი ასე ძვირი არ ღირდა.
- ბარკოლა ხვიჩაზე ნაკლები არაფრითაა. "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს, რადგან ამხელა ფულს არავინ შესთავაზებს.
- ხვიჩა ჩინებულად აწოდებს ბურთს საჯარიმოში, კარგად ურტყამს, ახლახან საჯარიმოდან მაგარი ჩააჭედა კარში. იქ სულელები კი არ არიან, აკვირდებიან. ასე ტყუილუბრალოდ "ბარსაში" და პსჟ-ში არ გიხმობენ.
- მბაპეს შემცვლელი ტიუკავინი იქნება).
- 100 მილიონი ნამეტანია. გაუშვი "ნაპოლი". "კვარა" - მიდი ბიჩო.
- რუსეთის მეორე ლიგის მოთამაშის კვალობაზე ურიგო შეთავაზება არაა.
- სიგიჟე იქნება, თუ დე ლაურენტისი ასეთი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის, თუმცა მას ამის გაკეთება შეუძლია.
- ამ მომენტში მბაპე ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ხვიჩა როგორც ფეხბურთელი, უფრო სიმპათიურია. ესთეტიკური და ტექნიკურია.
- უნდა ივაჭრონ, თუნდაც 120 მილიონზე.
- "ნაპოლიდან" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიქცეს.
- დე ლაურენტისისგან ვერ გაიქცევი.
- დაე წავიდეს ეგ მოღალატე, აქ სეზონი ჩააგდო, ტონობით მომენტები ვერ გამოიყენა.
- რა პსჟ, ხვიჩამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უნდა იყაროს კენჭი.
- გოლოვინი და მირანჩუკიც წაიყვანეთ და შეიძლება სანია კოკორინმაც გაქაჩოს.
- გასულ წელს ამდენი ღირდა, ახლა კი - არა.
- ინგლისში წავიდეს, ჩემთვის მათი სიძულვილი უფრო ადვილია.
- გუნდში, რომელიც კრიზისში ჩაეფლო, ორი მწვრთნელი გამოიცვალა, ხვიჩამ ამ სეზონში ნორმალური შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენჯერ წააქციეს და რამდენი პენალტი დაინიშნა, სავსებით ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთება.
- 20 შედეგიანი მოქმედება აქვს - 11+9.

მკითხველის კომენტარები / 28 /
რაში გვაინტერესებს რუსები რას წერენ, თქვე რუსეთუმეებო, თქვენა
პატრიოტი
21:23 24-05-2024
31
რა ბრძანეთ, რუსეთს რაა?
მანფრედ კალცი
20:57 24-05-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული