დღეს "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროს შეიძინოს. ეს სიახლე sports.ru-მ გამოაქვეყნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია. აი, რას წერენ რუსი გულშემატკივრები კომენტარებში, რომელთა ნაწილი შესაძლო ტრანსფერს ობიექტურად აფასებს, ნაწილი კი - პირიქით, ზიზღით, შურითა და ირონიით.
- პსჟ-ში საფონოვსა და ხვიჩას ველით.
- შეიხების სურვილი მაკრონის ცხვირწინ რუსეთის პრემიერლიგის დესანტის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ირონიულია.
- ხვიჩას თამაშით მთელი აღფრთოვანების მიუხედავად, მას მბაპემდე ბევრი უკლია.
- მბაპეს შეცვლა ყველას გაუჭირდება.
- ქართველის ჰეიტერი არ ვარ, მაგრამ
ძალიან გაპიარებულია. ზედმეტად სწორხაზოვანია და ტექნიკურადაც არაა ტოპი.
- პასუხი: კიკნაძე (ლოკომოტივის ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელმაც კვარაცხელია გუნდში არ დიტოვა), ეს შენ ხარ?
- მადლობა "გენიალურ" ხელმძღვანელ კიკნაძეს, კიდევ ერთხელ.
- ბათუმიდან პსჟ-მდე ორ წელიწადში 100 მილიონი, სამყარო გადაირია.
- პსჟ-ს კარგად პროგრესირებადი ბარკოლა ჰყავს, რაში სჭირდება ხვიჩა?
- იმისათვის: 1. ბარკოლა პროგრესირებს, მაგრამ საჭიროა აქ და ახლავე მზა მოთამაშე. 2.არის ასეთი რამ, რასაც როტაცია ჰქვია.
- ბარკოლა "ნაპოლიში" რომაა ლინდსტრიომი, თამაშით იმის ტყუპისცალია.
- თუ მართლაც უნდათ პარიზში მისი ნახვა, თავისუფლად გადაუხდიან 15-16 მილიონს. მბაპეს წასვლის შემდეგ სახელფასო განაკვეთიდან 40 მილიონი გამოუნთავისუფლდათ.
- "ნაპოლისთვის" 120 მილიონად მისი გაყიდვა გრანდიოზული წარმატება იქნება.
- თუ არ ვცდები, რუსეთის პრემიერლიგის არცერთი ფეხბურთელი ასე ძვირი არ ღირდა.
- ბარკოლა ხვიჩაზე ნაკლები არაფრითაა. "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს, რადგან ამხელა ფულს არავინ შესთავაზებს.
- ხვიჩა ჩინებულად აწოდებს ბურთს საჯარიმოში, კარგად ურტყამს, ახლახან საჯარიმოდან მაგარი ჩააჭედა კარში. იქ სულელები კი არ არიან, აკვირდებიან. ასე ტყუილუბრალოდ "ბარსაში" და პსჟ-ში არ გიხმობენ.
- მბაპეს შემცვლელი ტიუკავინი იქნება).
- 100 მილიონი ნამეტანია. გაუშვი "ნაპოლი". "კვარა" - მიდი ბიჩო.
- რუსეთის მეორე ლიგის მოთამაშის კვალობაზე ურიგო შეთავაზება არაა.
- სიგიჟე იქნება, თუ დე ლაურენტისი ასეთი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის, თუმცა მას ამის გაკეთება შეუძლია.
- ამ მომენტში მბაპე ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ხვიჩა როგორც ფეხბურთელი, უფრო სიმპათიურია. ესთეტიკური და ტექნიკურია.
- უნდა ივაჭრონ, თუნდაც 120 მილიონზე.
- "ნაპოლიდან" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიქცეს.
- დე ლაურენტისისგან ვერ გაიქცევი.
- დაე წავიდეს ეგ მოღალატე, აქ სეზონი ჩააგდო, ტონობით მომენტები ვერ გამოიყენა.
- რა პსჟ, ხვიჩამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უნდა იყაროს კენჭი.
- გოლოვინი და მირანჩუკიც წაიყვანეთ და შეიძლება სანია კოკორინმაც გაქაჩოს.
- გასულ წელს ამდენი ღირდა, ახლა კი - არა.
- ინგლისში წავიდეს, ჩემთვის მათი სიძულვილი უფრო ადვილია.
- გუნდში, რომელიც კრიზისში ჩაეფლო, ორი მწვრთნელი გამოიცვალა, ხვიჩამ ამ სეზონში ნორმალური შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენჯერ წააქციეს და რამდენი პენალტი დაინიშნა, სავსებით ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთება.
- 20 შედეგიანი მოქმედება აქვს - 11+9.
ხვიჩას წარმატებები,დარჩება თუ წავა,ეგ მისი გადასწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს.
რუსი რაცაა არა მგონია ჩემზე კარგად იცოდე . რუსეთში ნამყოფიც არ მგონიხარ . ვის უნდა მოეწონოს მაგათი საქციელი სალდაფონობისა არ ვიცი , მაგრამ მოპირდაპირე მხარეც რო კაი კვერცხები არიან ამჩნევ ? თუ რადგან ჰუგო ბოსის ტანგები აცვიათ და დოლჩე და გაბანას სათვალეებით აძლევენ უკანალს და ვისი მერკური ვის ტანგაშია რომ ვერ გაიგებ , ეგაა ცივილიზაცია ? ახლა არ თქვა , ეგ რა შუაშიაო , ან ტყუილს ამბობო . რა გითხრა ბიძიკო , მანჩესტერ იცი ? მანჩესტერი ვერ გახდები შენ , მანჩესტერელები არ მიგიღებენ და აქ დაეტიე . ღამურა წაგიკითხავს ? არა მგონია რაღაც და წაიკითხე , არ გაწყენს.
,მთელი ნახევარკუნძული და მთელი ზღვა წაართვეს მეზობელ ქვეყანას,ააოხრა ყველა,ყველას სპობას და წართმევას ტერიტორიებისა ცდილობს და სპორტში თავისი აზრი აქვსო ?რომ ამბობთ,რა გწყინთო? მთელი მათი ქმედება დესტაბილიზაციის შეტანის ელემენტია ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ,ქართველობას როდის ვაპირებთ? თუ....კვლავაც გვსურს ეროვნულ პანთეონებში,გრიბოედოვები ვასამაროთ და ვიამაყოთ სხვათა მიერ დაჩოქილი ღრუზინებით,გურჯებით,თუ ხეორხიანებით...