დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაასახელა და "ახალი კვარაც" მოძებნა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე უკვე "ეკიპიც" იტყობინება. სატრანსფერო ექსპერტი ლოიკ ტანზი წერს, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჯერ ოფიციალური წინადადებით "ნაპოლისთვის" არ მიუმართავს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

Spazionapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვაზე მხოლოდ 150 მილიონის შეთავაზებაზე ისაუბრებს, რამეთუ ამ თანხას მიიჩნევს ქართველთან გამოსამშვიდობებლად შესაფერისად.

ყველა ნეაპოლური გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩას იდეალური შემცვლელი შეარჩია. ეს "ჯენოას" 26 წლის თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონია (სიმაღლე 177 სმ), რომელსაც გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
გუდმუნდსონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეა, ამ სეზონში სერია A-ს 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ისლანდიის ნაკრებში 37 შეხვედრაში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონია.

თუმცა, გუდმუნდსონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან ისლანდიელის სამსახურით "ტოტენჰემი" და "ინტერი" არიან დაინტერესებული და ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძური" ტრანსფერის 30 მილიონად განხორციელებას ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა უსინდისოა დე ლაურენტისი!
ვინმე დიეგო დემე და დანარჩენი სათადარიგო ფეხბურთელებზე ნაკლებს უხდიდა ხვიჩას და 130 მილიონად კი ყიდის. ასე არ შეიძლება. უეფა აქ რატომ არ ერევა, როცა კლუბებს სჯის, ეს ანომალიური არაა. შე კაი კაცო, ხელფასსა და სატრანსფერო ფასს შორის ისეთი განსხვავება ხომ არ შეიძლება იყოს, როგორც ცა და დედამიწაა?!
ლაშა
23:21 24-05-2024
1
150 მილიონს რომ აფასებ ფეხბურთელს და 4 მილიონი ხელფასის მიცემა რომ გენანება)))) ღირსი ხოა დარჩეს კიდევ 2 წელიც და ბოლოს კაპიკებში მოუწიოს კვარას გაშვება.. კულიბალში 90 მილიონს აძლევდნენ არ გაყიდა და ბოლოს 30ლიმონად ვინუჟდენი გაუშვა... ნაპოლიდან წასვლა ძალიან ჭირს. ან ოსის 10 მილიონამდე ხელფასი აქვს და 120ში ყიდის კვარას 4 აძლევს და 150 მილიონს აფასებს ლოგიკა სად არის ლავრენტაააავ?
რონი
22:17 24-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული