მიქაუტაძეზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება - გიორგის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოისურვეს

AutoSharing Option
ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოინდომეს.

23 წლის თავდამსხმელის დამატებით მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" არიან დაინტერესებულნი. ანდალუსიელები ჩვენებურს ფლანგის შემტევის ვარიანტზე განიხილავენ, რადგან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ.

გარდა ზემოთ ხსენებული 2 კლუბისა, მიქაუტაძის სახელს ლიგა 1-ის "მონაკოს", "მარსელსა" და "რენსაც" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი "აიაქსის" საკუთრებაა და "მეცში" ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს, სადაც მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატში 20 (გაყიდვამდე და იჯარით აყვანის შემდეგ ჯამში) შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ მაინც საფრანგეთის ჩემპიონატს ფარგლებს გარეთ გავა ალბათ საუკეთესო ვარიანტი ატლეტიკო იქნება. ვფიქრობ ჩვენებური იდეალურად მოერგება გუნდის სათამაშო სტილს, გარდა ამისა რეგულარულად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და შიდა ჩემპიონატშიც მუდმივად ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს, რაც მას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
soc.press
11:55 25-05-2024
1
ჩემი აზრით ამ ეტაპზე უკეთესია საფრანგეთის რომელიმე კარგ გუნდში თუ გადავა! ადაპტაციის გავლა მაინც აღარ დაჭირდება!
რერო
11:37 25-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული