კონტეს საკადრო რევოლუცია "ნაპოლიში" - როგორი იქნება შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტე თანახმაა „ნაპოლი“ ჩაიბაროს. calcionapoli24 კი ირწმუნება, რომ კლუბი ჰანცკოს, ბონჯორნოს, ტიურამის, ბელანოვას, გუდმუნდსონის, დორგუს და ლუკაკუს (ან დოვბიკის) გადაბირებას შეეცდება, აგრეთვე „ემპოლიში“ იჯარით გაშვებულ მეკარე კაპრილეს დაიბრუნებს.

ერთი სიტყვით, გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური გუნდი სერიოზულად გადახალისდება, გაძლიერდება, მომავალ სეზონში 3-4-2-1 ტაქტიკით ითამაშებს და ძირითად შემადგენლობასაც ასახელებს:

კაპრილე, რაჰმანი, ბონჯორნო, ჰანცკო, ტიურამი, ლობოტკა, ბელანოვა, ოლივეირა, კვარაცხელია, გუდმუნდსონი, ლუკაკუ /დოვბიკი.

აღნიშნულია, რომ კონტემ შეიძლება ხანდახან სასტარტოში ოსტიგარდი, მაზოკი, ანგისა, დორგუ, ნგონჟი და ლინდსტრიომი დააყენოს.

-31MAY/conte.jpg" border="0" alt="alt" title="კონტეს საკადრო რევოლუცია "ნაპოლიში" - როგორი იქნება შემადგენლობა?" style="height: 50px; width: 50px;" />კონტე "ნაპოლის" 'დათანხმდა? - ანტონიო ხელფასის შემცირებაზე მზაობას გამოთქვამს
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ტიპის ინფორმაციათა 99 პროცენტი ბლეფია.სანამ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ გაჟღერდება,არაფერს დაეჯერება.
მაო
08:29 26-05-2024
1
პირველ 6 შეხვედრას რა ანგარიშით ითამაშებს, მაგაზე არაფერია ნათქვამი? ))
ვვვ
00:31 26-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული