20:17 26-05-2024
მამარდაშვილმა "ვალენსიაში" მე-100 მატჩი ჩაატარა - მისი გუნდი "სელტასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
AutoSharing Option
დებიუტში სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და დაწინაურდნენ კიდეც. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, დუვიკასს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, ასპასის დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ ასპასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბურთს მისწვდა, თუმცა ძლიერი დარტყმული იყო და მოგერიება ვერ შეძლო. მერე თერთმეტმეტრიანი „სელტას“ კარში დაინიშნა და მარიმ „ვალენსია“ წინ გაიყვანა. თუმცა, დუვიკასმა მალევე აღადგინა თანაფარდობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მამარდაშვილის „ღამურებში“ მე-100 და შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ამ სეზონში ჩემპიონატის 37 შეხვედრაში 44 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა. დღევანდელ დაპირისპირებაში მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.7, Whoscored 6.3, Flashscore 6.2.
„ვალენსიამ“ პრიმერა 49 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ვიგო. „ბალაიდოსი“
სელტა - ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 დომინგესი (5, საკ. კარში), 1:1 ასპასი (49, პენ), 1:2 მარი (60, პენ), 2:2 დუვიკასი (62)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული