ზარია ნეიმარის სტილში - ქართველის ეს ულამაზესი ფინტი უნდა ნახოთ, მაგრამ ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი ზარიას "კაირატი" ქვედალიგელ "აკჟაიკს" დაუპირისპირდა და 9:0 გაანადგურა.

კაირატელთა ქართველმა ლეგიონერმა ბოლო 28 წუთი ითამაშა და 79-ე წუთზე გატანილი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩვენებურის გუნდმა სოციალურ ქსელში ზარიას ულამაზესი ფინტის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ქართველი ნეიმარის სტილში აკეთებს და ამ ვიდეოს უამრავი მოწონება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა. მეტოქე გუნდის მე-7 ნომერი ბეკზატ იმანგაზეევი ზარიაზე ძალიან უხეშად წავიდა და ჩვენდა საბედნიეროდ, მისი მოქნეული გაშლილი ფეხი გიორგის ასცდა. 

იმანგაზეევის ამ
მოქმედებით ყაზახი გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და კომენტარებში წერენ, რომ ასე შესაძლოა, მას მეტოქისთვის ფეხი მოეტეხა, მსაჯმა კი ეს ეპიზოდი გაატარა. მისი მხრიდან ეს ერთგვარ შურისძიებად აღიქვეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნეიმარმა, ბარსელონაში თამაშის დროს,ეგ ფინტი ერთად ერთხელ გააკეთა და ბეწვზე გადაურჩა ცემას.მეტოქის ფეხბურთელებმა,საცემად გაიწიეს,მეტოქისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო.კარგად მახსოვს,ბარსელონას მწვრთნელმაც ნეიმარი გაამტყუნა,არ შეიძლებაო,მცველის ასე მასხარად აგდება და ბოდიშიც მოიხადა.მაგ ილეთს,ალბათ ფეხბურთის შექმნის დღიდან აკეთებენ,მაგრამ მაგ ინციდენტის შემდეგ,ნეიმარისაგან მსგავსი თამაში აღარ მინახია.არადა,ტექნიკურად ადვილი შესასრულებელია და ბავშვობაში ალბათ ყველას შეუსრულებია. ვერც მაშინ გავიგე და არც ახლა მესმის კარგად,მოულოდნელობაზე დამყარებული მეტოქის მოტყუების ეს მეთოდი,რატომაა შეურაცხმყოფელი.გამოდის რომ თავდამსხმელმა, მცველის მოტყუება არ უნდა სცადოს?მესხის ფინტის დროს,მცველები თავდაყირა ეცემოდნენ მოედანზე და ალბათ თოფს ესროდნენ,დღეს რომ გაეკეთებინა.
ყიფიანი და გუცაევი,აღიარებული დრიბლიორები იყვნენ,აი რეზო ჩელებაძე კი,არასოდეს ფინტაობდა და ერთ მატჩში,ჰეთ თრიკი რომ შეასრულა,მატჩის ბოლოსკენ,მარჯვენა ფლანგზე მისკენ გაგზავნილ მაღალ პასს,თავით რომ ვერ წვდებოდა,მასზე გადაცდენილ ბურთს,ქუსლით მისწვდა,წინ გადმოიგდო და ერთბაშად ორი მცველიც ჩამოიშორა.ჩელეს,დინამოში ეგ ერთადერთი ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული,ეგ მახსოვს,მაგრამ ის გატანილი გოლები,როგორ გაიტანა,საერთოდ აღარ მაქვს მეხსიერებაში და მხოლოდ ის ულამაზესი ფინტი მიდგას თვალწინ,იმ მატჩიდან.ეს არის,სილამაზე!
სოსო
12:59 29-05-2024
1
ხოდა წადი ბაბა ნორმალურ ტოპ ლიგში! კოჭებში კი გერტყობა სიძლიერე და წარმატებები მისურვებია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სანაკრებო კარიერაში!
ლაშა
11:10 29-05-2024
7

სიახლეები პოპულარული