საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა. 73-ე წუთზე თავის გამოჩენა "ატლანტას" ფორვარდმა ჯამალ ტიარემ მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საბამ მიმდინარე სეზონში "ატლანტას" მაისურით 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობაში დაასახელა.
საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]