კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის შეთანხმება შედგა - რას გადაწყვეტს საბოლოოდ კონტესა და დე ლაურენტისის დუეტი?

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის პირადი შეთანხმება შედგა. წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი 100 მილიონ ევროს იხდის და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა.

"რას უპასუხებს "ნაპოლი" ამ მაცდურ წინადადებას? - თანაც, ქართველმა პარიზელებთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა.

"პარტენოპეის" ახალ დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხვიჩას შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ნასერ ელ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი) მორიგ გიჟურ წინადადებას მოამზადებს და შეთავაზებას 150 მილიონამდე გაზრდის, რას იზამს დე ლაურენტისი?!

პრეზიდენტს არ აქვს განზრახული, გაყიდოს თავისი ძვირფასეულობა, მას სურს შეინარჩუნოს იგი ლურჯ ფერში,
რათა ის გახდეს ნეაპოლური გუნდის რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება რადიკარულად შეიცვალოს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
10 მილიონად ფეხბურთელი იყიდო, ჩემპიონატი მოგაგებინოს, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, 150 მილიონს აფასებდე და ხელფასს იტალიური საზომით ერთერთ ყველაზე მცირეს, 1,2 მილიონს უხდიდე, მაშ იტალია ჩალითაა დახურული?
ხვიჩა
30 მაისი 2024 14:46
4
როგორ მაინტერესებს ვინც ჩემს კომენტარს დისლაიკი დაუწერა, რა არ მოგეწონათ, რამე დსავწერე ტყუილი?
ხვიჩა
30 მაისი 2024 15:39
3
ხვიჩა ევროპის ჩემპიონატს მაგრად ჩაატარებს. ბარსელონა და რეალი ერთმანეთს შეეჯიბრებიან. საბოლოო ფასი ისეთი იქნება, რომ აურელიო პირადად გააცილებს ხვიჩას ესპანეთში.
რეალობა
30 მაისი 2024 14:04
5
ბევრი გააკეთა ამ ბიჭმა ფეხბურთისთვის და ეს ძალიან დასაფასებელია.წარმატებებს ვუსურვებ
soso
30 მაისი 2024 13:47
5
რას იზამს და იტყვის:
არა და არასდროს! :-D (მართლა სრულიად ხუმრობით, აპოლიტიკურად ვამბობ).
მაგრამ მაგარი იქნება, თუ გაყიდის და გადავა ხვიჩა პსჟ-ში.
buba
30 მაისი 2024 13:30
4
წლების წინ, როცა საიმანოვმა (რუბინის მფლობელი თუ პრეზიდენტი) მორიგ ჯერზე აწია ხვიჩას სატრანსფერო ფასი, ძალიან კარგად მახსოვს ბატონი ჯუღელი იძახდა: ყველაფრით კმაყოფილი ვართ, არსად წასვლის სურვილი არ გვაქვსო. საშინელმა ომმა როგორ უნდა მოიტანოს რაიმე სიკეთე, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რომ არა ეს დაწყევლილი ომი, კაცმა არ იცის შეძლებდა თუ არა ქვეყნის ერთერთი სიამაყე თავისი შესაძლებლობების გამოვლენას. ამ ამბიდან ნათლად იკვეთება ქართული სინამდვილის ტრაგიკული ასპექტი: უფროსი თაობის არასათანადო პროფესიონალიზმმა ალბათ უამრავი ქართველი ვუნდერკინდი შეიწირა. იქიდან რაც საჯაროდ ცნობილია , ბატონი ჯუღელის პატიოსნებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არავის აქვს, პირიქით ალბათ კარგი ადამიანია (ვინაიდან ხვიჩასა და მისი ოჯახის ნდობა დაიმსახურა), მაგრამ საერთაშორისო სატრანსფერო საქმიანობა რამდენადაა მისი ძლიერი მხარე, რთულად სათქმელია. ზოგადად, ამ ასაკის საბჭოთა ყაიდის საქმიან ადამიანებს ახასიათებთ "დიდი კაცების" კომპლექსი. საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულები გვაქვს საშუალება, თვალყური ვადევნოთ ევროპულ საფეხბურთო სამყაროს. წარმოუდგენელია რაიმე სახის კონტრაქტი, რომ ფეხბურთელი აიძულო წლების მანძილზე, ერთიდაიგივე დონეზე შენი დადგენილი პირობებით ათამაშო. რა თქმა უნდა არის წარმოუდგენელი სიგიჟეების გამონაკლისი, მარამ უმეტეს შემთხვევაში ურთიერთშეთანხმებით მიიღწევა წარმატებები. პრეზიდენტს თუ დიდი უფლებები აქვს, ფეხბურთელის მხარესაც აქვს ზემოქმედების ბერკეტები. ოღონდ მათ გამოყენებას სჭირდება სწორედ პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი უნარები. ჩვენი უფროსი თაობის ნაწილს კი სწორედ "დიდი კაცების " ლაქუცი მიაჩნიათ საქმის კეთებად. პ.ს. ამ მომენტისათვის " პსჟ" საუკეთესო ვარიანტად მოჩანს. ზოგიერთი ქართველიც კი, კვარას ვიღაც "ლუკმენებს" უტოლებს, მაგრამ ლაურენტისმა და განსაკუთრებით კონტემ იციან ხვიჩას შესაძლებლობები და მისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. არ არის მარტივად გასაკვალი საქმე და მინდა ხვიჩას, ბატონ ჯუღელს წარმატებები ვუსურვო.
ამატაკი
30 მაისი 2024 13:30
3
მონის ფსიქოლოგიის ნიმუში.
..შენ რომ გინდა, ისეთ კონტრაქტს ვინ დაგიდებს?! ისედაც თითქმის არ აყავთ ტოპ-ლიგის გუნდებს ქართველები და შენნაირების გადამკიდე, სახვეწრადაა საქმე!
vava
30 მაისი 2024 17:40
2
გაუშვით ეს კაცი, რას ჩაბღუჯებიხართ! ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ითამაშებს და 100 მილიონი კიდევ ლავრენტასთვის ცოტა არ უნდა იყოს! ოსიმენი-კვარაცხელია 230 მილიონი! მეტი რა ჯანდაბა უნდა!
მწვრთნელი
30 მაისი 2024 12:42
4
რას იზავს არა არამედ რას იზამს ასე უნდა დაწეროთ. ასეთი შეცდომები ძალიან არის გავრცელებული ქართულში და თან ისე რომ სწორი წარმოთქმა გონიათ. შეიძლება ვიღაც იძახოდეს წევიდეს წავიდეს მაგივრად, მაგრამ იცოდეს რომ წავიდე არის სწორი ფორმა, მაგრამ ვინც "რას იზავ", "რას სვავ" წერს და მეტყველბს ვერც ხვდება რომ, მართებული არ არის.
!!
30 მაისი 2024 12:32
4
თან უკვე ძალიან მომრავლდა, ტენდენციის სახე მიიღო ამ "ავს" დაბოლოებებმა. ყურს და თვალს ძალიან ცუდად ხვდება!
aburjga
30 მაისი 2024 13:03
1
1) კონტრაქტის პირობებით უკაყოფილო ფეხბურთელზე გუნდის აგება უტოპიური გეგმაა
2) ისეთი მნიშვნელოვანი ფორუმის წინ, როგორიც ევროპის ჩემპიონატია არავინ გაყიდის გუნდის ლიდერს და დაელოდება იმას, თუ როგორ წარმოაჩენს ის საკუთარ შესაძლებლობებს.
3) არ შეიძლება ფეხბურთელს გასამჯელოდ 4 მილიონზე მეტს არ სთავაზობდე და ამავდროულად 100 მილიონიან წინადადებაზე უარს ამბობდე (არ ჯდება არანაირ ლოგიკაში)
4) თავად ის ფაქტი, რომ ფეხბურთელის აგენტი უკვე უთანხმდება სხვა კლუბს, მეტყველებს იმაზე, რომ მიმდინარე კლუბთან ის ხელშეკრულების პირობების თაობაზე შეთანხმებას და კომპრომისს ვერ აღწევს.

დასკვნა - 1) პსჟ-თვის კვარა ნამდვილად ნომერ 1 პრიორიტეტია 2) დე ლაურენტისი უვიცი და ხარბი მენეჯერია 3) ჯუღელი ყოველმხრივ არაკომპეტენრური აგენტი (ხელშეკრულების პირობებში გამოსასყიდი თანხის არ შეტანის გამო).

წარმატებები ხვიჩას! რომელ კლუბშიც არ უნდა განაგრძოს კარიერა.
soc.press
30 მაისი 2024 12:29
3
მიუხედავად ნეაპოლიტანური კლუბის ჩაგდებული სეზონისა, ხვიჩამ შარშანდელისგან განსხვავებით გაგიკვირდებათ და ყველა კომპონენტში მოუმატა, გარდა ასისტებისა, რომელიც მეტწილად თანაგუნდელების ბრალია. ასე რომ ნაპოლიში განვითარებას გაცილებით ნელი ტემპით გააგრძელებს, რაც როგორც მისთვის, ისე ნაკრებისთვის მიუღებელია!
ლაშა
30 მაისი 2024 12:24
2
რა უნდა პსჟ-ში??? ეგ კაი ვარიანტია??
ვახო
30 მაისი 2024 12:23
25
უბრალოდ კარგი კი არა ძალიან მაგარია მეგობარო, პსჟ ნაპოლისთან შედარებით თავისი ფინანსებით, მმართველობით, მწვრთნელით, შემადგენლობითა და მიზნებით ბევრათ მაღალ დონეზეა ყველა მხრივ და ყველა ასპექტში პსჟ-ს აქვს განვითარების და საბოლოოდ გრანდად ჩამოყალიბების უდიდესი რესურსი და ხვიჩა თუ ამის მონაწილე იქნება მაგას რა აჯობებს! ის რომ მბაპეს ადგილზე კვარა უნდათ ჯერ მარტო ეს რამხელა რამეზე მეტყველებს და მერე ხვიჩა უნდა გახდეს ძალიან დიდი მას ყველაფერი აქვს ამისათვის ყველა ფერი! ნაპოლი კარგი და მაგარი იყო მისთვის და ჩვენთვისაც ოღონდ იყო და ეგრეც დარჩება! ეხლა მთავარია უფრო დიდი შესაძლებლობების ფინანსებისა და მიზნების მქონე გუნდში გადავიდეს... სიტიმდე და მადრიდამდე ჩემო ძმაო ღმერთმა ქნას პსჟ გამოვიდეს.
ლევანი
30 მაისი 2024 15:34
3
ამ ეტაპზე,მთავარი,დე ლაურენტისის გალიიდან გაღწევაა.ჯუღელი რომ ჯუღელია,ეგეც კი რაღაცას მაინც ისწავლიდა და უფრო დაცულ კონტრაქტს გააფორმებენ.ეგეც არ იყოს,ხელფასი შეუდარებლად უკეთესი ექნება,გუნდიც ლიგაზე გამოდის და თუ არ გამოუვიდა,ან აღარ ენდომება,ასე ძალით არავინ დაიჭერს და შეძლებს,სხვა გუნდში გადასვლას.უკვე ორი წელია,ევროპაში არიან. წესით,ბევრი რამე უნდა ესწავლა და გაეგო,ჯუღელს.პსჟ არც მე მეხატება გულზე,თუ სხვა გრანდი,ან სხვა ძლიერი კლუბი გამოჩნდა,ძალიან კარგი,მაგრამ რაც არის,იმას, ესეც ბევრად სჯობია!
სოსო
30 მაისი 2024 15:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული