"ტორინომ" შეიძლება საზონოვი იჯარით გაუშვას

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "ტორინო" 22 წლის მცველის, საბა საზონოვის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას განიხილავს.

ტურინულმა კლუბმა საზონოვი 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის "დინამოსგან" 2.75 მილიონ ევროდ შეიძინა.

საბამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონწილეობა, სასტარტოში კი 2-ჯერ დააყენეს. მას "ტორინოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტორინოში საბას კონკურენტი ცენტრალური მცველები,სპალეტიმ ნაკრების შემადგენლობაში წაიყვანა და მათ კლასზე,ესეც მეტყველებს.რამდენად შესძლებს მათთან კონკურენციას და გაუშვებენ თუ არა გუნდიდან,ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ ის კი ვიცი,რომ მათ გვერდით,საბა ძალიან ბევრ რამეს ისწავლის და ეს სამომავლოდ, აუცილებლად გამოადგება.ორიოდე წელიწადში ხომ ის და ლუკა ლოჩოშვილი,უკვე ნაკრების ძირითად მცველებად მოიაზრებიან.დღევანდელ ნაკრებში,დაცვის თამაშს,კაშია ხელმძღანელობს.სხვებისთვის,მსგავსი არავისთვის შემიმჩნევია და ესეც შესაძლოა პრობლემად გაგვიხდეს.დაცვას ორგანიზატორი სჭირდება,ეს ყველაზე მეტად,მამარდას შეუძლია,მაგრამ არც მისთვის შემიმჩნევია,რომ ამ მხრივ ეაქტიუროს.
სოსო
14:52 31-05-2024
1
ოღონდ რუსეთი არა, თუ იტალია არა განათხოვრება იქნებ ბელგია-ჰოლანდია-შვეიცარია ან თუნდაც ავსტრია გამობიდეს. მიდი რა საბა მომავალი ციკლი უკვე შენ უნდა შეეხიდო ჩვენ ვეტერანებს.
gionat
18:31 31-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული