ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

AutoSharing Option
პოლონური "პიასტი" იტყობინება, რომ 30 წლის ნახევარმცველ ვაკო გვილიას კლუბთან კონტრაქტი დღეს ამოეწურა და არ გაუგრძელებენ.

გვილია "პიასტში" მარტში გადავიდა და ექსტრაკლასას ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას.

ვაკო ადრე ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "მინსკში", "ბატეში", "ლიუცერნში", "გურნიკში", "ლეგიასა" და "რაკუვში" ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 44 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაკო საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაბრუნდეს.როგორც არაბიძე.
შახრუდინი
23:41 31-05-2024
0
რა დაკარგული ბავშვივით დაბოდიალობს აქეთ-იქეთ?
ოე, აგენტო, გძინავს?
21:25 31-05-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული