პსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" და "რეპუბლიკას" ცნობით, პსჟ-მა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

აღნიშნულია, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ "პარი სენ ჟერმენი" 130 მილიონს გადაიხდის და გუნდში დარჩენის შემთხვევაში, მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება აუცილებელია.

"ნაპოლის" მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს, რომლის სეზონური გასამრჯელო 6 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და ის ახალი გუნდის მშენებლობას "კვარას" გარშემო დაიწყებს, თუმცა "რეპუბლიკას" მტკიცებით, ხვიჩას "დაკარგვის" რისკი მაღალია. კონტე
აგრეთვე ჯოვანი დი ლორენცოს დატოვებას მოითხოვს.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ პსჟ-ს დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, თუ კვარაცხელიას "ნაპოლი" 4 მილიონს შესთავაზებს, პარიზელები ორჯერ მეტს დაჰპირდებიან, ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სავსებით შესაძლებელია და ამ ფულით 4-5 ფეხბურთელის დამატება პრობლემა არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩასნაირი ფეხბურთელი 300-400 მილიონი ღირს, რა ხურდებზე ევაჭრებიან?!
ზამირი
31 მაისი 2024 23:44
9
მიახლოვებული თანხებია უკვე 110 -130 და იმედია პსჟ-ში გადავა ჩვენი ბიჭი. ლავრებტამ იცის რომ მყიდველია პსჟ და არ გაუშვევს შანს. ისე აქ ვიღაცამ დაწერა სიმფსონებზე და თუ მართლა თუნდაც ჯგუფიდან გავედით, რაც ზღაპარი არ მგონია. მაშინ ხვიჩას ფასიც აიწევს. პსჟ-ს აქვს საჩქარო და არა ლავრენტას.
G.LA
01 ივნისი 2024 02:35
1
100 მილიონს Ჩუქნიან (110 მილიონად Თუ გაყიდა) კაპიკებზე მუაᲨაობდა, რა ფასადაც ყოდულობენ იმაზე მეტი საქმე გააკეᲗა გუნდᲨი... ანეგდოტი მახსენდება ᲗუᲗიყუᲨზე- დაფიქრდა ეს ....
გრიᲨო
31 მაისი 2024 21:26
1
მე დიდათ არ მადარდებს წავა თუ დარჩება, მე იმ ის მეშინია ამ აჟიოტაჟმა კვარას თამაშს დაღი არ დაასვას ევროპაზე.
ეეე
31 მაისი 2024 22:05
7
მერე ამბობენ, ქველმოქმედი ანგელოზები არიანო, ეს ფაშისტები. ზამთარში თოვლს არ მოგცემენ თუ ვიგოდა არა ნახეს. ლამის ნახევარი მილიარდი ლარია, გაუშვი რა
რა დონის ღორები არიან
31 მაისი 2024 21:22
3
ასეთი შანსი არ უნდა გაუშვას იმ ბებერმა თორემ ხვიჩასაც გაუფუჭებს მომავალს დარჩება კარიერის ბოლომდე იტალიის საშუალო დონის გუნდში,თვითონაც დარჩება უკაპიკოდ,რადგან ხვიჩას თამაშის ხარისხი სეზონიდან სეზონამდე დაბლა დაიწევს ნაპოლიში.
ლაშა
01 ივნისი 2024 09:45
0
არც შენი, არც ჩემი, მოდით 120-ზე შევთანხნდეთ ბატონო დე ლაურენტეს, ოკ?
გიორგი-50
31 მაისი 2024 21:28
3
ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესად იქცა..მაგრამ ეს ახვარი როგორც კვარას მოექცა გინდ ხელფასის შემთხვევაში დ ა3ხლაც..რომელი თვმოყვარე ფეხბურთელი მოინდომებს ასეთ გუნდში თამაშს..ნაპოლოს კონტე კი არა მამაზეციერი ვერ უშველის..გაუვარდა შარშან ყარაულის თოფივით და ეგაა..წარმატებები ხვიჩას..პსჟ მისთვის იდეალურია ამ ეტაპზე
კიეზა
31 მაისი 2024 21:25
4
მე როგორც ფრანგული გუნდის გულშემატკივრს ძალიან მინდა რომ ხვიჩა გადავიდეს პსჟ-ში, მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ არ გაყიდის. 110 იქნება თუ 130 ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს
დავით 67
01 ივნისი 2024 03:46
5
კალაძე მეტი ღირდა - "მილანში" რომ თამაშობდა.
serxio
31 მაისი 2024 21:10
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული