პსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" და "რეპუბლიკას" ცნობით, პსჟ-მა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

აღნიშნულია, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ "პარი სენ ჟერმენი" 130 მილიონს გადაიხდის და გუნდში დარჩენის შემთხვევაში, მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება აუცილებელია.

"ნაპოლის" მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს, რომლის სეზონური გასამრჯელო 6 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და ის ახალი გუნდის მშენებლობას "კვარას" გარშემო დაიწყებს, თუმცა "რეპუბლიკას" მტკიცებით, ხვიჩას "დაკარგვის" რისკი მაღალია. კონტე
აგრეთვე ჯოვანი დი ლორენცოს დატოვებას მოითხოვს.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ პსჟ-ს დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, თუ კვარაცხელიას "ნაპოლი" 4 მილიონს შესთავაზებს, პარიზელები ორჯერ მეტს დაჰპირდებიან, ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სავსებით შესაძლებელია და ამ ფულით 4-5 ფეხბურთელის დამატება პრობლემა არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გაყიდე შე ქორვაჭარო
ნიკა
20:14 31-05-2024
2
ფეხბურთელს რომელსაც 110 მილიონად არ ყიდი და უხდი ხელფასის სახით მხოლოდ მილიონს, სიტყვები არ მყოფნის
მეგრელი
22:34 31-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული