Lequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლას უკვე ავტორიტეტული ევროპული გამოცემები ადასტურებენ და კონკრეტულ ინფორმაციებსაც ავრცელებენ, რომელთა მხოლოდ სატრანსფერო ფასების შეთავაზებებია განსხვავებული.

მაგალითად, "რეპუბლიკას" ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" 110 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი 130 მილიონს ითხოვს.

ახლახან "ეკიპმა" გამოაქვეყნა წერილი იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, პირად კონტრაქტზეც შეუთანხმდა და ჯერი კლუბებზეა - იტალიური მედიის ინფორმაცია 100-მილიონიანი შეთავაზების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება, სურთ 60 მილიონი გადაიხადონ და ფასის შესამცირებლად "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელი დაუთმონ.

მალე "ნაპოლის" ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში და დე ლაურენტისთან ერთად გადაწყვეტს ხვიჩას საკითხს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაუშვით პარიზში ნეტა გამოვიდეს ეს საქმე
ვიქტორი
05:39 01-06-2024
1
ნეტა გამოვიდეს ეს საქმე და პარიზში ვიხილოთ კვარა ვიტრაბახებდი ამპარტავან ფრანგებში
ვიქტორი
05:41 01-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული