ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლას უკვე ავტორიტეტული ევროპული გამოცემები ადასტურებენ და კონკრეტულ ინფორმაციებსაც ავრცელებენ, რომელთა მხოლოდ სატრანსფერო ფასების შეთავაზებებია განსხვავებული.
მაგალითად, "რეპუბლიკას" ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" 110 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი 130 მილიონს ითხოვს.
ახლახან "ეკიპმა" გამოაქვეყნა წერილი იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, პირად კონტრაქტზეც შეუთანხმდა და ჯერი კლუბებზეა - იტალიური მედიის ინფორმაცია 100-მილიონიანი შეთავაზების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება, სურთ 60 მილიონი გადაიხადონ და ფასის შესამცირებლად "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელი დაუთმონ.