კონტემ დაარწმუნა - კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება

AutoSharing Option
გუშინ ფრანგულმა L'equip-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში დარჩენაზე დაითანხმა.

"კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი კონტესთვის ხელშეუხებელია. ხვიჩა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

"პარტენოპეის" სპორტულმა დირექტრომა ჯოვანი მანამ ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები განაახლა, მხარეები ერთმანეთს მილანში შეხვდნენ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" მიერ შეთავაზებული 110 მილიონი
ევრო იუარა.

altLequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

altპსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნუ შეგვაზიზღეთ თავი დაუსრულებელი ჭორაობით!
kvaxo
01 ივნისი 2024 12:25
6
შეხვდნენ და დაარწმუნა?!ჯერ თვითონ კონტეც არ მოსულა და ბოლომდე ეგეც არ მჯერა.ან კონტე იქნება თუ სხვა,რა მნიშვნელობა აქვს?გუნდის პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას და მის საქციელზე უნდა გააკეთოს რეაგირება,ხვიჩამ.
სოსო
01 ივნისი 2024 15:18
4
კვარამ უკეთ იცის! წარმატებები! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
01 ივნისი 2024 14:15
3
ეს თუ სიმართლეა.ცუდია..კონტე კარგი სპეცილისტია..მგრამ დღეს ტიტულსდეს შემადგენლობა და ამას ფული ჭირდება..შარშან სპალეტიმ სკუდეტო მოიგო..მაგრამ წელს ვერაფერს გახდებოდა..ეს ჯუღელი ჯვარდაწერილი ხო არ ყავს..აგენტს კი არა ცოლს იცვლის კაცი
კიეზა
01 ივნისი 2024 19:20
4
ნაპოლიდან არწასვლაზე როგორ უნდა დაგარწმუნონ, უეჭველი უნდა წავიდეს, ხო იცნობ უკვე პრეზიდენტს, მოგიმატებს ორ კაპიკს, გაგიხანგრძლივებს ხელშეკრულებას და მეტ ტიტულს ვეღარც ეღირსები ნაპოლიში, ვერც კონტე უშველის და შენც უარეს კაბალაში ჩავარდები კვარა
A
01 ივნისი 2024 13:23
2
თუ ჯუღელს თავი უმუშაობს, პსჟ-სთან პირობები და ხელფასი უნდა შეათანხმოს, მერე კი ლავრენტის დაუდოს წინ ეს პირობები და მოითხოვოს იგივე ხელფასი.
ჟორა გაბრიჭიძე
01 ივნისი 2024 17:17
1
ტოპ 5 ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს დაიხურება. მანამდე ბევრი რამ შეიცვლება.
რეალობა
01 ივნისი 2024 13:57
3
ჩემმა წყარომ მითხრა რო კვარას გორის დილა ყიდულოფს DDD
zura222
01 ივნისი 2024 13:40
22
ან კვარას რა ჭირს შენი დასაცინი ან გორის დილას?
დილა
01 ივნისი 2024 15:08
4
საბჭოეთიდან მოყოლებული გორს სულ კარგი გუნდი ყავდა ეხლაც თავისი მწირი შესაძლებობებით ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერათ ჩამოყალიბდა მიუხედავათ იმისა რომ წამყვანი ფეხბურთელები გაასხვისა და წარმატებული მწვრთნელიც სხვა კლუბში გადავიდა. ასე რომ ყველაფერი შედარებითაა მიეცი ნებისმიერ ქართულ კლუბს ასეულ მილიონიანი ბიუჯეტი და ნახავთ მერე ვინ იქნება გასაშარჟებელი.
გიორგი
01 ივნისი 2024 17:53
1
სპორტალის ჟურნალისტებო მოაყარეთ სტატიები ნაკრებზე. როგორ ვარჯიშობენ, რას ჭამენ, სვამენ, რომელზე იძინებენ ეგ გვაინტერესებს ახლა სხვა არაფერი. ყველა მაგარ ფორმაშია ეგ მახარებს.
რაბუ
01 ივნისი 2024 17:30
2
მომავალ წელს ევროპალიგაზე უეჭველი გავალთო კონტემ...
რიკი
01 ივნისი 2024 14:13
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული