კონტემ დაარწმუნა - კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება

AutoSharing Option
გუშინ ფრანგულმა L'equip-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში დარჩენაზე დაითანხმა.

"კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი კონტესთვის ხელშეუხებელია. ხვიჩა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

"პარტენოპეის" სპორტულმა დირექტრომა ჯოვანი მანამ ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები განაახლა, მხარეები ერთმანეთს მილანში შეხვდნენ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" მიერ შეთავაზებული 110 მილიონი
ევრო იუარა.

altLequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

altპსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნუ შეგვაზიზღეთ თავი დაუსრულებელი ჭორაობით!
kvaxo
12:25 01-06-2024
6
შეხვდნენ და დაარწმუნა?!ჯერ თვითონ კონტეც არ მოსულა და ბოლომდე ეგეც არ მჯერა.ან კონტე იქნება თუ სხვა,რა მნიშვნელობა აქვს?გუნდის პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას და მის საქციელზე უნდა გააკეთოს რეაგირება,ხვიჩამ.
სოსო
15:18 01-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული