პსჟ უკვე 120 მილიონს იხდის - კვარაცხელია და "ნაპოლი" პირობებზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან მიღწეულ შეთანხმებას spazionapoli-მ ნეაპოლში "ეკიპის" მიერ სატრანსფერო ბომბის ჩამოგდება უწოდა, რამაც ქაოსი გამოიწვია. დღეს "კორიერე დელო სპორტმა" "ნაპოლის" გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" მომავალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დარჩენაზე დაითანხმა, თუმცა Foot Mercato-ს მტკიცებით, საქმე ასე მარტივად არაა.

ფრანგული გამოცემის ცნობით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს ლუის კამპუშს მონაკოში შეხვდა და "პარი სენ ჟერმენი" მზადაა ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველს სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და კონტრაქტში პუნქტის შეტანას სთავაზობს,
რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი ფასი 160 მილიონი იქნება, მაგრამ "კვარა" მინიმუმ 6 მილიონს ითხოს (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც პსჟ სთავაზობს) და აგრეთვე მისი სურვილი გამოსასყიდი ფასის 130 მილიონამდე დაწევაა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აუფ აფსურდია რატომ არის აფსურდი იმიტომ რომ შური გაგიჟებდ აბა იყოს ბრაზილიელი მერე რას დაწერდიდ იყავიდ შენი ქვეყნის უმაგრეს ბიჭზე სიყვარულიდ და თუ არ გევასებათ საერთოდ ნუ წერდ ნურაფერს.აგერ ნახავთ თუ არ გადაიხადონ ასორმოცდაათი მილიონიც მერე რას იტყვიდ როგორ მაინტერესებს ერთი გასკდიდ გულზე ბოროტო და შურიანო არსებებო .კვარა ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
დდდ
07 ივნისი 2024 11:24
0
საოცარია პირდაპირ, ბელინგემის 250 გჯერავთ და ხვიჩას 120 ზღაპარია ე.ი. სანამ რამეს დაწერთ, იქნებ გადახედოთ სპორტულ , ან რაიმე თქვენთვის დამაჯერებელ საიტს . თუ დაგესიზმროთ უნდა. როგორაა თქვენი დაჯერების კრიტერიუმები. ზღაპარიაო კაცი ამბობს, გამოდის თავის დროზე ზღაპარი თქვენთვის არავის წაუკითხავს. პ.ს. რომ გაიყიდოს ამ ფასში , მაშინ რას იტყვით, თუ შეეშვებით ამ საქმეს?
ამატაკი
02 ივნისი 2024 14:13
2
ზღაპარია რომ დღევანდელ კვარაში ვინმემ დიდი თანხა გადაიხადოს.ევროპაზე უნდა დაამტკიცოს რომ ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში როგორც წელიწადნახევრის წინ.
ჩემი აზრით
02 ივნისი 2024 13:51
9
მთავარია თუ ეს ყველაფერი სიმართლეა.
და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა,წასვლა უნდა უნდოდეს.მაგდენი ტვინი ჯუღელსაც კი აქვს.მისი კარიერისთვის,რომ ასეჯობია მემგონი ყველამ ვიცით.
აქ მ5ავარია მის კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტა რას ითვალისწინებს?ეგრე არ არის რომ კონტრაქტი გაქ და რაც არ უნდა მოხდეს უნდა შეასრულო.მაგათ ჩვენგან განსხვავებით შრომის კოდექსი ბევრააააად გამართული აქვთ....
მაგრამ მთავარია კიდე ერთხელ ვიტყვი,სიმართლეა ეს ყველაფერი თუ არა?
Lobotka
02 ივნისი 2024 09:31
2
რაო იმ გერმანელმა გათხოვილმა კაცმა,ახალი რჩევა დარიგება მოგცათ?
G.LA-ს
02 ივნისი 2024 06:08
15
მეტი კორექტულობა გვმართებს, ჩემო ბატონო... არ არის გათხოვილი, გამოთხოვდა უკვე და ახალ სიყვარულს ეძებს, ეგეთებს ჩვენში განათხოვარს უწოდებენ...
დდდ
02 ივნისი 2024 18:06
0
შენ გთხოვა ნუ იქნები კაშკაშა "მზეო"!
ბათუმელი ექსპერტი
02 ივნისი 2024 11:34
5
მე რომ ვინმემ 200 ათასჯ
ი შემომთავაზოთ არ გინდათ? ეგრევე დავთანხმდები.
გენა
02 ივნისი 2024 05:42
2
მიდი რაა ნუ დაგვღალეთ მორიგდით და დაამთავრეთ. პსჟ-ში მინდა ხვიჩა. არავითარი ნაპოლი რა ხელფასიც უნდა შესთავოზონ უნდა წავიდეს. ხვიჩას თუ წინსვლა უნდა გრანდში უნდა გადავიდეს. ნახავთ რომ გადავა ნაპოლი მერე ყველა ჩვენთაგანს რა სოფელიცაა ნერე ვიგრძნობთ.
G.LA
02 ივნისი 2024 02:58
6
პსჟ ხვიჩას 8 მილიონს სთავაზობს და არა 6
ჟოფრეი
02 ივნისი 2024 01:15
2
ეგ დამპალი ღირსია, ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს და მერე,ფეხი აღარ გაატოკოს კი არა,საკუთარ კარში დაიწყოს,გოლების გატანა.როგორ დასცინის,5 მილიონიო!არ მესმის,როგორ შეიძლება კონტე მაგასთან გადავიდეს.ნახევარი სეზონი,მხოლოდ მაგის გასამწარებლად დავრჩებოდი,ხვიჩას ადგილზე რომ ვიყო.
სოსო
02 ივნისი 2024 01:14
14
მიდით ფრანგებო!
ლაშა
02 ივნისი 2024 00:20
3
ბიკენტიე-ს! ასევე რეალში რა უნდა ესპანელს.
დავით
04 ივნისი 2024 00:30
0
ახლა იმ უხორცო კოტლეტის არ იყოს, შენ თუ ინტრიგები არ ხარ, ფრანგებს რა უნდათ პსჟ-ში?!...
ბიკენტიე
02 ივნისი 2024 18:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული