მამარდაშვილი "ვალენსიას" დაემშვიდობა - ქართველი მეკარის წასვლა დროის საკითხია

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი პირველი ფეხბურგელია, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ "ვალენსია" სწრაფად დატოვა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და თავისი ქვეყნის სახელი დაიცვას.

ამავე წყაროს ცნობით, ლა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, სადაც ღამურები "სელტას" დაუპირისპირდნენ, ჩვენებური თანაგუნდელებს ესაუბრა და გამოემშვიდობა, რითაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ "მესტალიადან" მიდის.

გიორგი ახლა ტრანსფერზეა და მისი "ღამურებიდან" აბარგება მხოლოდ დროის საკითხია.

მამარდაშვილის მთავარ მსურველად "ნიუკასლი" სახელდება. ასევე ვრცელდება მადრიდის "ატლეტიკოს", "ჩელსისა" და "ბაიერნის" სახელებიც.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სეზონი დამთავრდა,ფეხბურთელები,წავიდ-წამოვიდნენ სახლებში და რა თქმა უნდა ერთმანეთს დაემშვიდობნენ. შესაძლოა ვალენსიამ გაყიდოს კიდეც,მაგრამ, მაგ ფაქტის მიხედვით,დაბეჯითებით ასეთი დასკვნის გამოტანა,არა მგონია მთლად სწორი იყოს.
სოსო
15:22 02-06-2024
4
მე ვინ ვარ,მაგრამ ნიუკასლში გადასვლას არ ვურჩევდი.ქეცბას დროს ნიუკასლი მაგარი იყო,შირერი თამაშობდა.დღეს საშუალო დონის გუნდია.გაზრდა და ტიტულების მოპოვება ნიუკასლში არა მგონია შეძლოს.ვალენსიას უფრო მეტი უთამაშია უმაღლეს დონეზე,ვიდრე ნიუკასლს.ჯობია არ იჩქაროს და სერიოზულ გუნდს დაელოდოს რომელიმეს.
მირო
23:32 02-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული