პსჟ-ის პრეზიდენტი ახალ ერას აანონსებს, კონტე "ნაპოლიში" უკვე პირველ ტრანსფერს ჩარხავს - გამოსტყუებს ალ-ხელაიფი ლაურენტისს კვარაცხელიას?

AutoSharing Option
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხალაიფმა ესპანურ გამოცემა Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ კლუბში ახალი ერა იწყება, რომელსაც სათავეში ბრწყინვალე მწვრთნელი ლუის ენრიკე უდგას.

"ჩვენთვის ახალი ეპოქა და გამოწვევები დადგა. მადლობელი ვართ ყველა ვარსკვლავის, მბაპეს, მესის, ნეიმარის. დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთეს.

შესანიშნავი სეზონი გვქონდა, ვფიქრობ მოსალოდნელზე უკეთესიც და ხელი მხოლოდ ბოლო ორმა მარცხმა შეგვიშალა.

პსჟ ამჟამინდელ შემადგენლობაზეა კონცეტრირებული, რომელსაც სათავეში ბრწყინვალე მენეჯერი ლუის ენრიკე უდგას", - თქვა ალ-ხალაიფმა.

მსოფლიო წამყვანი სპორტული პრესის ინფორმაციით, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ბრძოლას
განაგრძობს და დანებებას არ აპირებს.

Foot Mercato-ს ცნობით, შეთავაზებამ 100-დან უკვე 120 მილიონ ევროზე აიწია. "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯერ პარიზელებს არ სთანხმდება, კონტრაქტის გახანგლძრივებაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს და თუ შეთავაზება 150 მილიონამდე გაიზარდა, სავარაუდოდ, ხვიჩას გაყიდის. 

აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეის" მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდში უკვე პირველი ტრანსფერის გაჩარხვას სცდილობს და ეს კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას დაავალა.

კონტეს "მარადონაზე" თავისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის რომელუ ლუკაკუს მიყვანა უნდა, რომელიც ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი უნდა გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შარშან ხვიჩაზე ამბობდნენ, 50 მილიონად არისო შეფასებული და ტიპები წერდნენ, ცოტა რეალურად შეხედეთ სიტუაციას, ქართველი რომაა იმიტომ იჯერებთო, მე ვამბობდი იმ 50-ს წინ 1 დაუწერეთ და ეგაა ხვიჩას ფასი თქო და აყაყანდნენ, მაგრამ რა აყაყანდნენ ვითომ ფეხბურთის მცოდნენი. აჰა! მოვიდა თუ არა დრო. პ.ს. კომბლე, სადა ხარ შე თავგასიებულო, რატომ არაფერს ამბობ, პამპერსი ხომ არ დაგჭირდა?
ხა ხა ხა
16:06 02-06-2024
5
ლუკაკუ არის ყველაზე იღბლიანი ფეხბურთელი, ტიპი საშუალო დონის თავდამსხმელთან ახლოს არის და ამ დროს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ფულია გადახდილი მასში
მამუკა
23:56 02-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული