"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება უნდა, მაგრამ ჯერ მისი კონტრაქტის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი არავის არ გამოუთქვამს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ოსიმენის შეძენა პსჟ-ს სურს, თუმცა მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასზე ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელით "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ჯერ "ნაპოლისთვის" წინადადებით არცერთს არ მიუმართავს.

აღნიშნულია, რომ თუ ვიქტორი "ნაპოლიში" დარჩა, კლუბს მისი წლიური გასამრჯელო, 10 მილიონი ევრო მძიმე ტვირთად დააწვება, მით უმეტეს გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა და შემოსავალიც შეუმცირდება.

alt

"ნაპოლის" შეთავაზებულზე ბევრად მეტი ანაზღაურება - ცნობილია თანხა, რასაც პსჟ კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში გადაუხდის

altპსჟ-ის პრეზიდენტი ახალ ერას აანონსებს, კონტე "ნაპოლიში" უკვე პირველ ტრანსფერს ჩარხავს - გამოსტყუებს ალ-ხელაიფი ლაურენტისს კვარაცხელიას?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ახია წუწურაქ ლაურენტისზე, რომ ხვიჩა გადავიდეს პსჟ-ში და ოსიმენი(რომელიც ხვიჩას მოსვლამდე დიდად ვერაფერს აკეთებდა) შერჩეს ნაპოლის თავისი დიდი, 10 მილიონიანი ხელფასის ტვირთით✌️
ქომაგი
02 ივნისი 2024 19:02
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული