"კონტემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით გეგმა გაამხილა - პსჟ-ის საშიშროება უნდა გამოირიცხოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
დღეს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად 5 ივნისს გამოაცხადებენ, არ გამოდგა სიმართლე. areanapoli-ს ცნობით, კონტე ოთხშაბათს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, რომში შეხვდება და მოთხოვნებს წაუყენებს: სამწლიანი კონტრაქტი, პლუს ბონუსები, თავის საქმეებში ჩაურევლობა, ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას დატოვება, აგრეთვე, ცენტრალური მცველის, ნახევარმცველის და ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის შეძენა.

მას უნდა, გუნდი 3-4-3 ტაქტიკური სქემით ათამაშოს, მარიო რუის გასხვისებას, მის ნაცვლად კი "ლეჩეს" 19 წლის მცველის, პატრიკ დორგუს გადაბირებას აპირებს. ოსიმენის შემცვლელად ჯონათან დევიდის
(ლილი), არტიომ დოვბიკის (ჟირონა) და რომელუ ლუკაკუს (რომა) კანდიდატურებს განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ ანტონიოს სურს, ყველას დაანახოს, რისი გაკეთება შეუძლია, რასაც მთელი კარიერის მანძილზე ახერხებდა; დე ლაურენტისისგან სრულ კარტ-ბლანშს მოითხოვს და მალე ახალ "ნაპოლის" ვიხილავთ.

"ტუტოსპორტი" წერს, რომ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კვარაცხელიას პოტენციურად მთელ მსოფლიოში საუკეთესო გარემარბად მიიჩნევს, ამ კვირაში ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდება და ხელფასის 5.5 მილიონამდე გაზრდას შესთავაზებს, რათა პსჟ-ში ხვიჩას გადასვლის საშიშროება საბოლოოდ გამოირიცხოს. მანას სურვილია, ხელშეკრულებაში შევიდეს პუნქტი, რომლის მიხედვით, ქართველის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი იქნება.

altმსურველები აღარ ჰყავს - ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ შანსი აქვს კვარას,აუცილებლად უნდა წავიდეს. კონტე არის იმ ტიპის მწვრთნელი,ვინც ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს. ეს კვარასთვის კარგია,მარა დელაურენტისთვის არა,რადგან ეგ გუნდის შიდა სამზარეულოში ერევა და კონტე არ არის მაგის კაცი ეგ გაუტაროს. მძიმე ხასიათის კაცია ანტონიო,თუმცა მაღალი კლასის სპეციალისტია. მე ერთ სეზონს მივცემდი კონტეს,მერე იჩხუბებს და წავა. ყველა გუნდი კონფლიქტის გამო დატოვა და სუტენირთან ვერ მორიგდება.მე კვარა მადარდებს,არ მინდა რო ერთი სეზონი კიდევ დაკარგოს. კვარამ ფეხბურთის გარდა ისეთები ქნა წელს რო ჩემი პატივისცემა დაიმსახურა. მაგარი ჯიგრიანი ბიჭია,ღმერთმა ხელი მოუმართოს მასაც და მის ოჯახსაც.
იასონას უდარი
20:49 03-06-2024
2


ოსიმენს 9+1 მილიონი და გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ხელშეკრულებაში. კვარაცხელიას შემთხვევაში ხელფასის სახით 5.5 (ანუ ოსიმენის ხელფასის ნახევარზე ოდნავ მეტს) და გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი?(იმავე ოსიმენის გამოსასყიდ თანხაზე 20 მილიონით მეტი)

"ნე ხუია სებე" - სხვა რა უნდა ითქვას არ ვიცი...



ხ.ზ
20:58 03-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული