L'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

AutoSharing Option
ჯერ კიდევ გაურკვეველია, დარჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში". ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, დღეს კი "ეკიპი" იტყობინება, რომ ის პარიზული გუნდის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ესაუბრა. აღნიშნულია, რომ ნეაპოლელებთან ძალიან რთული მოლაპარაკებები ელით, იმედს არ კარგავენ, თუმცა ქართველის რაც შეიძლება იაფად ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ადრე ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მონაკოში პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს, ლუის კამპუშს, შეხვდა.

კვარაცხელიას ალტერნატივად პსჟ რაიან შერკის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც "ლიონთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ სეზონში
პარიზელებს 20 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

რადიო Marte-ს ეთერში "კვარას" თაობაზე მსჯელობისას ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მისი კლასის ფეხბურთელის კვალობაზე არაადეკვატური ხელფასი აქვს, ჯუღელი ორჯერ შეხვდა "ნაპოლის" ახალ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას და მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, ვინაიდან აგენტი მტკიცედ იცავს თავისი კლიენტის ინტერესებს, ხელფასის მაქსიმალურად გაზრდას და დაბალი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. უახლოეს ხანში მათი მესამე შეხვედრა გაიმართება.

სატრანსფერო ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ ტელეკომპანია SportItalia-ს განუცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი უეჭველად წავა, "იუვენტუსი" მზადაა ჯოვანი დი ლორენცო 10 მილიონად შეიძინოს, ხოლო "ნაპოლი" 20 მილიონად აფასებს. რაც შეეხება "კვარას", ბარჯიჯას აზრით, ის ნეაპოლურ კლუბს 40% დატოვებს. "რეპუბლიკას" მტკიცებით, კვარაცხელიას პსჟ სეზონურ გასამრჯელოდ 7.5 მილიონს სთავაზობს (ნაპოლი 5 მილიონს) და მისი წასვლის შემთხვევაში, "ნაპოლის" გეგმა "ბ" აქვს - ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) გადაბირება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ოოუუფფ!! თურმე მბამპე უნდა შეცვალოს პსჟ-ში კვარამ, თუ ნომინალურ ჩანაცვლებაზეა საუბარი კი ბატონო!, მაგრამ თამაშით, კლასით, გავლენით და მ/უმეტეს ჩ/ლ მოგების პესპექტივით-კვარამ მბამპე,როგორ უნდა შეცვალოს... ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს- სად კონსერვატორია და სად სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიო...უფრო ხალხულად რომ არ ვთქვათ...სად ერეკლე.........მოდით რა დარჩეს ეგ ბიჭი სადაც არის-მშვენიერ, თავისი კლასის შესაფერის გუნდშია, ჩავარდნა ყველა გუნდს შეიძლება ქონდეს და მომავალი სეზონისათვის მოემზადოს, თორემ პსჟ-ში დამკვიდრება მესის და სხვა მართლა ვასკვლავებს გაუჭირდათ. თანაც,სავარაუდოთ ხელფასაც გაუზრდიან, რაც ასე გაღელვებთ არამკითხე კვარადონისტების კასტას.
ILO
05 ივნისი 2024 11:20
27
გეტყობა რომ ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევი, ხვიჩა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ნებისმიერი მოთამაშის ჩანაცვლება შეუძლია თავის პოზიაციაზე თუნდაც მბაპესი, რაც შეეხება კლას ამ ეტაპზე ნაპოლი ოდნავადაც ვერ ეეევა ხვიჩას კლასს.
თბილისკ
06 ივნისი 2024 12:36
0
Მიდი საქმე ნახე, გომიკ მბაპეს კი არა პროვოკატორ ვინისიუსსაც მალე ჩააჩოჩებს!
Ilos
05 ივნისი 2024 14:26
1
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას წარმატრბას ვუსურვებ, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში რომელ გუნდებს უნდა ეთამაშოს, თან მის პოზიციაზე კონკურენციაა-ძალიან სარისკოა. ბარსელონა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ პსჟ ფულით აჯობებს.
ბათუმი
05 ივნისი 2024 11:11
3
ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ასეა,როცა დგახარ გამოდის უკან მიდიხარ რადგან ვერ ვითარდები,კვარას ულევი ნიჭი აქვს განვითარებისთვის გუნდი უნდა შეიცვალოს,პსჟ არ არის საუკეთესო ვარიანტი,მაგრამ ჯერჯერობით ნაპოლის ჯობია,ამ შემთხვევაში ანაზღაურება ფეხბურთელის დაფასებას განსაზღვრავს თუ გავითვალისწინებთ,რომ მაქსიმალური ენერგიის გაღებას ითხოვენ. ჩემი აზრით პრობლემა ისევ ლაურაშია რამოდენიმე წაგება, უკმაყოფილო სახეები და ისევ აირევა ყველაფერი,კონტეს სამი წელი ზუსტად მის ავტორიტეტს უდრის
სვანსკი
05 ივნისი 2024 11:02
1
უკეთესუ გუნდი , მეტი ხელფასი , საჩემპიონო გუნდი , ჩემპიონთა ლიგაზე თამაში .
რა თქმა უნდა პსჟ უნდა არჩიოს კვარამ ...
ბესო
05 ივნისი 2024 04:49
3
7.5 მილიონი ის ხელფასია რომელიც ადეკვატურად ასახავს ფეხბურთელის შესაძლებლობებს და მისცემს მას საშუალებას აღარ იფიქროს ათას გარეშე ფაქტორზე და კონცენტრირდეს ფეხბურთზე. პარიზში თამაში გარანტირებულ ჩლ-ს ნიშნავს თან პრეოფების სტადიამდე. ასევე გარანტირებულ ტიტულებს და ყურადღებასაც. ეს ყველაფერი კი შედეგად ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვრდრის შანსს იძლევა. ნაპოლიში ყველაფერი ჩამოღვლილი ფაქტობრივად გამორიცხულია.
Zaza
05 ივნისი 2024 01:07
1
პსჟ არ მოეშვება კვარას ასე მგონია და მაინც წაიყვანს. მბაპე დიდი დანაკლისია და როგორმე უნდა შეავსოს გუნდი კარგი გარემარბით
რაბუ
04 ივნისი 2024 22:29
2
ხვიჩა უნდა წავიდეს.მას ახალი გამოწვევები სჭირდება.სხვანაირად პროგრესი არ იქნება.ნაპოლიში შემდგომი განვითარების პერსპექტოვები არ არსებობს.აქ ჭაობია.10 მილიონად ნაყიდი 120მილონად არ უნდათ გაყიდონ.ამ დროს, სანამ პსჟ -მ არ მოინდომა, გუნდში ყველაზე ნაკლები ხელფასი ქონდა.წარმატებები ამ შრომისმოყვარე და ნიჭიერ ბიჭს....
nodiko
04 ივნისი 2024 21:21
1
უტყუარი მოცემულობა ასეთია: 1) თუ პსჟ-ს და ენრიკეს ნამდვილად სურთ, არაბი პატრონები მას უეჭველად უყიდიან, ისღაა გასარკვევი რა დაუჯდებათ ; 2) ლაურენტისი ის ჩიტი არაა, რომ პრემიერ ლიგაზე ოსიმენის ოცნებებს დიდხანს ელოდოს, არც 10 მლნ ხელფასის გადამხდელია - მთელი სეზონი სულმთლად თავუკუღმა რომ იბურთაოს. ცოტას აცდის კიდევ და თუ არავინ გამოჩნდა, ეგრევე გაუყენებს არაბეთს .რას ერჩოდნენ ჯუღელს, სწორედ ასეთი მომავალი უწინასწარმეტყველა კაცმა გასულ ზამთარში.
ამატაკი
04 ივნისი 2024 20:37
9
ცოტა უცნაურია ფეხბურთელი ესაუბრებოდეს სხვა კლუბის მწვრთნელს გადასვლაზე თავისი კლუბის ნებართვის გარეშე, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს... არ ვიცი არ ვიცი
toti
04 ივნისი 2024 20:27
26
ხვიჩა ნებისმიერ გუნდში იტყვის თავის სიტყვას, ოღონდ ნაპოლიდან წავიდეს როგორმე.
არ დაუთმო ხვიჩა
04 ივნისი 2024 20:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული